in

მიკელე დე ლუკი – იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი, რომელმაც საქართველოში “მშვიდობის ხიდის” პროექტი შექმნა

მიკელე დე ლუკი იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორია, რომელიც 1951 წელს ფერარაში დაიბადა. ის მეტწილად ცნობილია თავისი დიზაინერული ნამუშევრებით, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი სტილის დიზაინის შექმნაში. დე ლუკი არქიტექტურას პადუასა და ფლორენციაში სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ ის მუშაობდა ქართულ არქიტექტურულ პროექტებზეც, მათ შორის ავლაბრის რეზიდენციისა და “მშვიდობის ხიდის” კონცეფციაზე.

დე ლუკიმ დააპროექტა სანათები და ავეჯი ისეთი ცნობილი იტალიური და ევროპული კომპანიებისთვის, როგორიცაა Artemide, Olivetti, Alias, Hermes, Alessi და სხვები. 1988 წლიდან 2002 წლამდე გახლდათ Olivetti-ს ხელმძღვანელი დიზაინის მიმართულებით. ამ პერიოდში მან  შექმნა ექსპერიმენტული პროექტები philips-ისა და Vitra-ს კოლექციებისთვის. ასევე მანვე შეიმუშავა უამრავი თეორია დიზაინისა და ევოლუციის შესახებ.

მოგვიანებით მიკელე დე ლუკიმ დააპროექტა და აღადგინა შენობები იაპონიაში, შემდეგ კი გერმანიაში Deutsche Bank-სთვის. პარალელურად მუშაობდა შვეიცარიასა და იტალიაში, სადაც რამდენიმე ელექტროსადგურისა და ელექტროკომპანიის განახლების გეგმა შეიმუშავა. დე ლუკისთვის მთავარი იყო კორპორაციული იმიჯის განვითარება და ტექნიკური და ესთეტიკური ინოვაციების დანერგვა სამუშაო ადგილას.

მან მონაწილეობა მიიღო ხელოვნებისა და დიზაინის უამრავ გამოფენაში, დაკავებული იყო მუზეუმის შენობების დაპროექტებით, მათ შორის მილანსა და რომში, ბერლინში, ვენეციაში და სხვა გამორჩეულ ქალაქებში.

2003 წელს პარიზის „ჟორჟ პომპიდუს ცენტრმა“ მისი ნამუშევრების დიდი რაოდენობა შეიძინა. ამჟამად ისინი გამოფენილია ევროპის, ამერიკისა და იაპონიის სხვადასხვა მუზეუმებში.

2000 წელს დე ლუკი დაინიშნა იტალიის რესპუბლიკის ოფიცრად. 2001 წელს იყო ნომინირებული პროფესორად ვენეციის უნივერსიტეტის დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ხოლო 2006 წელს მიიღო კინგსტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ცნობილი პროექტები

სახასიათო ემოცია და ინდივიდუალიზმი დიზაინში — ინტერვიუ ნანუკა ბერულავასთან

რა მთავარი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ აბაზანის ჭერის შერჩევისას?