in

Miele, Liebherr – პრემიუმ-კლასის ტექნიკის შოურუმი საქართველოში

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გერმანული პრემიუმ-ხარისხის ბრენდი „Miele“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამორჩეული დიზაინითა და მდგრადობითაა ცნობილი. მისი ისტორია 1899 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი მუდმივი ზრდა და პროგრესია, რათა მომხმარებელს ყველა ეტაპზე, უკვე არსებულთან შედარებით გაუმჯობესებული პროდუქტი შესთავაზოს. სწორედ ეს განაპირობებს ბრენდის სანდოობასა და ბაზარზე მის პოპულარობას.

„Miele“ იყო პირველი ბრენდი, რომლის სახელი სარეცხი მანქანის წარმოებას დაუკავშირდა, მოგვიანებით მტვერსასრუტების, შემდეგ კი კომპანიამ ევროპაში  ჭურჭლის პირველი ელექტროსარეცხი მანქანა გამოუშვა; „Miele“-ს ტექნიკას, რომელიც მხოლოდ გერმანიაში იწყობა, მოხმარების 20-წლიანი რესურსი აქვს.

საბედნიეროდ, არაერთი ქვეყნის მსგავსად, გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობითი შოურუმი საქართველოშიცაა და, გამორჩეული ხარისხის პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს სივრცის განსაკუთრებული დიზაინითაც ხიბლავს.

Miele Georgia“-ს გახსნის იდეა 2015 წელს გაჩნდა. გვინდოდა, ევროპული ქვეყნების მსგავსად, მომხმარებელს საქართველოშიც შესძლებოდა, ადგილზე შეეძინა პრემიუმ-ხარისხის ბრენდების ტექნიკა, ესარგებლა სრული მომსახურებით და შეძენილი პროდუქციით სიამოვნება მიეღო. საწყის ეტაპზე „Liebherr“-ის ბრენდით დავიწყეთ. თავდაპირველად, 2 წლის განმავლობაში, პროდუქტს ონლაინ ვყიდდით, შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე პირველი შოურუმი გავხსენით; მალევე დაგვემატა „Miele“-სა და „Elica“-ს პრემიუმ-ხარისხის პროდუქციაც. დღეს ჩვენს სივრცეში, რომელიც ჭავჭავაძის N49დ-ში მდებარეობს, წარმოდგენილია რამდენიმე ბრენდი:  „Miele“, „Elica“, „Liebherr“-ი, „K -array“, „Sub-zero“ და „Wolf “-ი“, – ნინო კომახიძე, Miele Georgia“-ს დამფუძნებელი

ნინო კომახიძე

Miele Georgia“-ს შოურუმში ასევე ნახავთ გერმანული ბრენდის, „Liebherr“-ის პროდუქციასაც. ეს არის კომპანია, რომელსაც უკვე 74 წელია, ლიბჰერების ოჯახი მართავს. საერთაშორისო ბაზარზე იგი დღემდე ინარჩუნებს ინოვაციურ მიდგომასა და მაღალ ხარისხს. ბრენდი აწარმოებს როგორც საოჯახო, ისე პროფესიონალური ხაზის მაცივრებს (ღვინის, სიგარის, სამედიცინო დანიშნულების).

Miele Georgia“-ს შოურუმში ასევე წარმოდგენილია იტალიური ბრენდის, „Elica“-ს კოლექციაც. აღნიშნული ბრენდი მხოლოდ გამწოვებს აწარმოებს, შესაბამისად, თითოეული მოდელი იწყობა განსაკუთრებული ყურადღებითა და ენთუზიაზმით. პროდუქცია იტალიაშია დამზადებული. შოურუმში გვხვდება როგორც სტანდარტული, ასევე კუნძულისა და ინდუქციურ ზედაპირში ჩაშენებული გამწოვები, რომლებიც ხარისხთან ერთად, საოცრად დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

როგორც კომპანიაში გვიამბობენ, პრემიუმ-კლასის ბრენდების პროდუქციაზე ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. “ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ფასს, რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ხარისხი მაინც უმთავრესია. მოთხოვნა არის ყველა ტიპის საოჯახო ტექნიკაზე. შოურუმში წარმოდგენილია კომფორტ, პრემიუმ და პრესტიჟ-კატეგორიის ტექნიკა, შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნავენ „Miele Georgia“-ში.

შოურუმში მისული სტუმარი სივრცის გამორჩეული დიზაინით იხიბლება, რაც, გარდა იმისა, რომ პროდუქციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, მომხმარებელს სასიამოვნო გარემოსაც უქმნის. ინტერიერის მთავარი მიზანიც ეს იყო – გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ესთეტიკური სიამოვნება მიენიჭებინა ადამიანებისთვის.

სივრცე მუქ ტონებშია გადაწყვეტილი და მთავარი აქცენტი მასში გამოფენილ პროდუქციაზე კეთდება. აქ ყველა ტიპის ტექნიკას საკუთარი ზონა აქვს და ისინი მარტივად მისაწვდომია მომხმარებლისთვის. ამას გარდა, შოურუმში წარმოდგენილი მოდელები სრულად ფუნქციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთვალიერებელს ადგილზევე შეუძლია იხილოს თუ როგორ მზადდება ყავა მისთვის სასურველი აპარატით ან როგორ მუშაობს გამწოვი, მაცივარი, ღუმელი თუ უთო.

„როდესაც ახალი შოურუმის გახსნა გადავწყვიტეთ, გვინდოდა, ერთი მხრივ, კომფორტული გარემო შეგვექმნა თანამშრომლებისთვის, მეორე მხრივ კი, სივრცე ფუნქციურიც ყოფილიყო. ამ მიზნით, ქართველ შეფ-მზარეულებთან ერთად, „გავაცოცხლეთ“ ჩვენი ტექნიკა. იდეების განხორციელებაში შოურუმის ატმოსფერო დაგვეხმარა. პროექტის ინტერიერზე დიზაინერმა ნინო ძიძაძემ და „Numéro Design“-მა იმუშავეს. სივრცის დიზაინი „Miele“-ს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან შევათანხმეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სრულიად განსხვავებული კონცეფციისა, მათი სრული მხარდაჭერა და თანხმობა მივიღეთ“.

შეგახსენებთ, რომ გერმანული პრემიუმ-ხარისხის ბრენდის, „Miele“-ს პროდუქციის შეძენას, სხვა ევროპული ბრენდების ნაწარმთან ერთად, „Miele Georgia“-ს შოურუმში შეძლებთ. შოურუმი ილია ჭავჭავაძის N49დ-ში მდებარეობს.

29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი საზეიმოდ გაიხსნება

ჭავჭავაძეზე ავეჯის შოურუმ „ინტერიორისმოს“ ახალი ფილიალი გაიხსნა