in

ორთქლის ღუმელი Miele-სგან – 5 მიზეზი მის ასარჩევად

სამზარეულო ტექნიკის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. სადილისა თუ დესერტის მომზადებისას ღუმელი აუცილებელი ატრიბუტია. გარდა იმისა, რომ გემრიელი კერძის მომზადებაშიც გვეხმარება, იგი საგრძნობლად ზოგავს ჩვენს დროსა და ენერგიას. როგორც წესი, ფუნქციურ მახასიათებლებთან ერთად, ყურადღებას აქცევენ პროდუქტის ვიზუალურ მხარესაც, რადგან, სასურველია, ღუმელი სამზარეულოს ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმოდეს. ამიტომაც, პროდუქტის შერჩევისას ინტერიერის დიზაინერები ყოველთვის ითვალისწინებენ მის გარეგნულ იერსახესაც.

თანამედროვე ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდები ცდილობენ, თითოეული მოდელი კიდევ უფრო დახვეწილი და პრაქტიკული გახადონ, უახლესი პროგრამებით აღჭურვონ და მომხმარებელს ინოვაციური მიდგომები შესთავაზონ. ამ მხრივ გამორჩეულ ნაწარმს ქმნის გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი „Miele“, რომელიც მომხმარებელს ღუმელების ხარისხიან, მდგრად და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

რატომ მაინცდამაინც „Miele?

გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი მსოფლიოში ცნობილია უმაღლესი ხარისხის, მტკიცე, ენერგოეფექტური და დახვეწილი დიზაინის პროდუქციით, რომელშიც განსაკუთრებულ ადგილს ღუმელების კოლექცია იკავებს. „Miele“-ს ღუმელს ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ მოდელს, რომელშიც სტანდარტული და ორთქლის ღუმელია გაერთიანებული. მისი წყალობით, შეგიძლიათ სახლის პირობებში პროფესიონალურად მოამზადოთ ნებისმიერი კერძი, რაც პროდუქტის უმთავრესი უპირატესობაა. რაც მთავარია, ორთქლზე მომზადების რეჟიმის წყალობით, კერძი სიჯანსაღეს მაქსიმალურად ინარჩუნებს. საკვების ორთქლზე მომზადებისას ძლიერდება პროდუქტის ბუნებრივი არომატი და სრულყოფილად ნარჩუნდება მისი სასარგებლო თვისებები. გარდა იმისა, რომ „Miele“-ს ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი ნატურალური და გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ, მას არაერთი სხვა უპირატესობაც გამოარჩევს.

ფუნქციათა მრავალფეროვნება – „Miele“-ს ორთქლის ღუმელი უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი, ინოვაციური პროგრამებითა და მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილი პროდუქტია. მასში გაერთიანებულია გრილის, ავტომატური შებრაწვის, გალღობის, ზედა და ქვედა ცხობის, იოგურტის მომზადების, ცომის ამოყვანის, ნახევარფაბრიკატების გათბობის, ჟელეს, დესერტებისა და სუპების მოსამზადებელი, ბავშვის ჭურჭლის სტერილიზაციის რეჟიმები, რაც ნებისმიერი დიასახლისსა და კულინარიის მოყვარულს ფართო შესაძლებლობებს აძლევს. ამავე დროს, პროდუქტი 4 საცხობი დონითაა აღჭურვილი, აქვს ცხობის ავტომატური პროგრამები და ავტომატური შეთბობის ფუნქციაც – ცხობის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში კერძი ტემპერატურას ინარჩუნებს.

ინოვაციური სისტემები – „Miele“-ს ღუმელი უნიკალურია იმითაც, რომ კომბინირებული ცხობის ფუნქცია აქვს. მისი საშუალებით 3 სხვადასხვა კერძის მომზადება ისეა შესაძლებელი, რომ სუნი და არომატი ერთმანეთს არ ერევა. ამავე დროს, „Mix & Match“ პროგრამის გამოყენებით, შეგიძლიათ სხვადასხვა საკვები ერთდროულად, თანაბრად შეათბოთ. ღუმელი ორმაგი ორთქლის სისტემითაა დაპროგრამებული, რისი წყალობითაც, კერძი ბევრად სწრაფად და მარტივად მზადდება. უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მას თანამედროვე პროგრამებთან – Google Home-თან და amazon alexa-სთან მუშაობის ფუნქცია აქვს, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.

გამოყენების სიმარტივე – „Miele“-ს კომბინირებულ მოდელი მრავალფეროვანი საკვების მომზადების საშუალებას იძლევა. სენსორული მართვის პანელების მეშვეობით, მისი გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელია. მოდელი აღჭურვილია „SoftClose“ პანელით, რომელიც თითის მიდებით იღება. ტაიმერის პროგრამა და სასურველი დროის მითითება კი ცხობისა და მზადების პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა – გარდა იმისა, რომ „Miele“-ს ღუმელები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და გამოსაყენებლად სრულიად უსაფრთხოა, მოდელი ისეა შექმნილი, რომ თქვენი სამზარეულოს სისუფთავე მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ღუმელის ზედაპირი არ იკრავს საკვებს და აქვს ორთქლის თვითწმენდის ფუნქცია. რაც მთავარია, უჟანგავი რკინისგან დამზადებული მდგრადი მოდელის წმენდა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.

გამორჩეული დიზაინი – „Miele“-ს ღუმელები ელეგანტური, მდიდრული და მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა. ისინი ინტერიერს კიდევ უფრო მომხიბვლელსა და დახვეწილს ხდის. პროდუქციაში ჭარბობს შავი, თეთრი და ნაცრისფერი ტონები. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სახელურიანი, ისე უსახელურო მოდელები, რომლებიც შიდა განათებითაა აღჭურვილი. გარდა იმისა, რომ პრემიუმ-კლასის პროდუქტი ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ და უგემრიელესი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ, თქვენს ინტერიერში განსაკუთრებულ აქცენტებსაც შეიტანს.

საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდის, „Miele“-ს გამორჩეული ღუმელების შეძენა საქართველოში, „Miele Georgia“-ს შოურუმშია შესაძლებელი. შოურუმი თბილისში, ილია ჭავჭავაძის N49 დ-ში მდებარეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი ჯავახიშვილის ქუჩაზე – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი

რატომ უნდა გამოვიყენოთ ყვითელი ფერი ინტერიერში? – 19 ფოტო რეალური პროექტებიდან