სარეცხი მანქანა ის აუცილებელი დანადგარია, რომელიც ყველა ოჯახში გვხვდება. მას თითქმის ყოველდღე მოვიხმართ. ხარისხიანი მოდელის შერჩევით ტანსაცმლისა და ტექსტილის იდეალურ სისუფთავესაც უზრუნველყოფთ და ცხოვრებასაც გაიმარტივებთ.
საერთაშორისო ბაზარზე დღეს უამრავი კომპანია აწარმოებს სარეცხ მანქანებს, რომლებსაც სხვადასხვა მახასიათებელი აქვს. მრავალფეროვანი არჩევანიდან მომხმარებელთა დიდი ნაწილი უპირატესობას გერმანულ პრემიუმ-კლასის ბრენდს, „Miele“-ს ანიჭებს. რომლის სახელიც მსოფლიოში პირველი სარეცხი მანქანის შექმნას უკავშირდება.
დღეს შევეცდებით, ის მთავარი უპირატესობები გაგაცნოთ, რომელთა გამოც გერმანული ბრენდი ლიდერის პოზიციას იკავებს.
1. საიმედო და გამძლე პროდუქტი — ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული დანადგარი გამძლეობით გამოირჩევა. მწარმოებლები დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას და თითოეული ნაწილის დასახვეწად დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. მაღალი ხარისხის ნაწილებისგან დამზადებული მდგრადი ტექნიკა მარტივად არ ზიანდება. გარდა ამისა, გაყიდვამდე პროდუქტი ზედმიწევნით გამოიცდება, რის გამოც ბრენდი სამართლიანად იმსახურებს მომხმარებელთა ნდობას.
2. ინოვაციური ტექნოლოგია — „Milele“-ს პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიებს ეფუძნება, რაც ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდის სარეცხი მანქანა TwinDos-ის ფუნქციით, TwinDos-ი კარტრიჯების მეშვეობით თვითონ განსაზღვრავს სარეცხი სითხის საჭირო მოცულობას, რაც მომხმარებლის სრულყოფილ კომფორტს უზრუნველყოფს.
3. პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი — „Miele“-ს სარეცხი მანქანები მრავალფეროვანი რეჟიმებითაა აღჭურვილი. სწრაფი რეცხვის რეჟიმით – 20 წუთში, PowerWash სრული რეჟიმით კი 49 წუთში შეგიძლიათ სასურველი ნივთების გარეცხვა. მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ შეუძლია ტანსაცმლის აწონვა. ამას გარდა, მას აქვს ლაქების ამოყვანის საგანგებო რეჟიმიც. ასევე, მარტივი სამართავია Mtouch სენსორი, რომელიც მობილურთან დაკავშირების, დისტანციური მართვისა და სარეცხი მანქანის მუშაობის წინასწარ დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.
4. ენერგოეფექტურობა და მოხმარების სიმარტივე — „Miele“-ს სარეცხი მანქანის ტევადობა 9 კგ-ია. ის 1600 ბრუნს ასრულებს. მოდელი საკმაოდ მარტივად გამოსაყენებელია. ის უთოს საჭიროებას 50%-ით ამცირებს. მისი დაპატენტებული ფიჭური დოლურა არ აზიანებს ქსოვილს და სარეცხს სრულფასოვნად რეცხავს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიუმ-კლასის ბრენდის სარეცხი მანქანა ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მცირე რაოდენობას მოიხმარს და თქვენს კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავს.
5. მრავალფეროვანი დიზაინი — „Miele“-ს სარეცხი მანქანა დახვეწილი, მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა, რისი წყალობითაც ინტერიერს ელეგანტურ შტრიხებს სძენს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდის, „Miele“-ს ტექნიკის შეძენა საქართველოში თბილისში, ი. ჭავჭავაძის N49 დ-ში, „Miele Georgia“-ს შოურუმში შეგიძლიათ.