in

როგორ ვებრძოლოთ ხმაურიან მილებს აბაზანაში? – ყველაფერი, რაც მილების ხმის დამხშობ სისტემაზე უნდა ვიცოდეთ

აბაზანაში ხმაურიანი მილების არსებობა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი პრობლემაა, რის გამოც ხშირად მილების შეფუთვა გვიწევს, რათა მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე შევიქმნათ. მილები, როგორც წესი, ჭერის, იატაკისა და კედლების მიღმა იმალება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ხმის სრული იზოლაციის შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის იზოლაცია მშენებლობის დროს არის რეკომენდებული, ნებისმიერი ღია ან ხელმისაწვდომი მილის დამუშავება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. მშენებლობის შემდგომი დამუშავება განსაკუთრებით ხშირია ძველ სახლებში, სადაც თუჯისა და სპილენძის სისტემებია გამოყენებული, რაც ჩვეულებრივზე უფრო მეტ ხმაურს იწვევს.

იმ შემთხვევაში თუ ხმაური ხელს გიშლით სიმშვიდესა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაში, თანამედროვე ბაზარზე უკვე არსებობს ხმის დამხშობი მილების სისტემები, რომლებიც გვეხმარება, რომ წყლის მიმოქცევის შედეგად გამოწვეული ხმაური მთლიანად ავირიდოთ თავიდან.

ასეთი სისტემები ძირითადად შედგება ისეთი მასალისგან, როგორიც წვიმის წყლის სადრენაჟო სისტემების მშენებლობისთვისაც გამოიყენება. შესაბამისად, თითქმის ყველა მოდელი არის უკიდურესად მსუბუქი და გააჩნია ჰიდრავლიკური დალუქვის მქონე ბუდეები.

თანამედროვე ხმის დამხშობი მილების სისტემებს აქვთ მაღალი ქიმიური წინააღმდეგობა წყალში ხსნადი ნივთიერებების მიმართაც, რაც უზრუნველყოფს მათ ეკოლოგიურ სისუფთავესა და უსაფრთხოებას. მილების დამონტაჟება ხდება წებოს ან სპეციალური ხელსაწყოების გარეშე, რაც პროცესს კიდევ უფრო პრაქტიკულსა და სწრაფს ხდის.

სად შეგვიძლია ამგვარი სისტემის შეძენა?

თანამედროვე ბაზარზე სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით დიდი არჩევანი გვხვდება “მაქსთერმის” შოუ რუმში, სადაც წარმოდგენილია Wavin-ის ბრენდის პროდუქცია. Wavin-ი ჰოლანდიური ბრენდია და ის ორიენტირებულია ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შექმნაზე. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია კანალიზაციის ხმადამხშობი მილები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა დიდი ზომის შენობებისთვის.

“მაქსთერმში” ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი Wavin-ის კანალიზაციის, ცხელი და ცივი წყლის მილები და ფიტინგები.

რომ შევაჯამოთ, სახლში მსგავსი მილების სისტემის დამონტაჟება დაგეხმარებათ მილების არასასიამოვნო ხმაურის სამუდამოდ დავიწყებაში, მარტივი მონტაჟის სპეციფიკისა და მრავალფუნქციურობის წყალობით კი ამგვარი სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ სახლებშიც.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

Tizio lamp – რიჩარდ საპერის მიერ შექმნილი სანათის გამორჩეული დიზაინი

5 ოქროს წესი ბინის რემონტის პროცესში – T-STUDIO-ს რეკომენდაციები