in

რა განსხვავებაა მინასა და ბროლს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ მინისა და ბროლის რეპუტაცია საგრძნობლად განსხვავდება, მინის ყველაზე გამჭრიახ კოლექციონერებსაც კი გაუჭირდებათ ამ ორს შორის აშკარა განსხვავების დასახელება. ასე რომ, მოდით, პირველ რიგში, თითოეული მათგანი განვმარტოთ.

რა არის მინა?

მინა მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან (ქვიშა, სოდა და კირქვა), რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დნება და შედეგად ახალი მასალა – მინა წარმოიქმნება. მაღალ ტემპერატურაზე მინა სტრუქტურულად სითხეს ჰგავს, თუმცა ჩვეულებრივ, გარემოს ტემპერატურაზე ის მყარ სახეს იღებს. მინა არაფოროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში სითხე და ჰაერი ვერ მოძრაობს, ასევე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მინის ჭურჭლის გარეცხვა უსაფრთხოა.

რა არის ბროლი?

ხელნაკეთი ბროლი იმავე ბუნებრივი ელემენტებისგან მზადდება, თუმცა დამატებით ტყვიასაც შეიცავს. ბროლის შუშის ტყვიის შემადგენლობა მას უფრო რბილსა და ელასტიურს ხდის, რაც მწარმოებელს მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, იქმნება დელიკატური ფორმები და დეკორაციები.

მისი ფოროვანი სტრუქტურა ნიშნავს, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ბროლის მოთავსება არ არის სასურველი, რადგან მომატებული ტემპერატურა მას ადვილად დაამსხვრევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ტყვიის შემცველობის შესახებ მზარდი შეშფოთების გამო, მწარმოებლებმა ტყვიის შეცვლა ალტერნატიული ლითონის ოქსიდებით დაიწყეს (მაგნიუმისა და თუთიის ჩათვლით).

როგორ განვასხვაოთ მინა და ბროლი?

  1. ხმის ტესტი

თქვენს მომდევნო წვეულებაზე ასწიეთ ღვინის ჭიქა და რამდენჯერმე შემოჰკარით მას. თუ კარგად გაჟღერებულ, გამეორებად ხმას გაიგონებთ, მაშინ ეს ბროლია – რაც უფრო გრძელია ექო, მით მეტია ტყვიის შემცველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს არის მინა, რომელიც უფრო „მშრალ“ ხმას გამოსცემს. კიდევ ერთი ხმის ტესტი: მსუბუქად დაასველეთ თითი და მინის ჭურჭლის კიდეზე გაატარეთ. ბროლი დახვეწილ ხმას გამოსცემს, ჩვეულებრივი მინა კი – არა.

  1. სინათლის ტესტი

სინათლის წყაროსთან დაჭერისას, ბროლი შუქს გარდატეხს და ცისარტყელას მკრთალ სხივებს გამოსცემს. ჩვეულებრივ მინას ეს პრიზმული ეფექტი არ აქვს. ტესტის ჩატარებამდე ჭიქა სითხისგან დაცალეთ, რადგან წყალი ასევე აძლევს შუქს ფერს. ულტრაიისფერი სხივის გამოყენებაც შეგიძლიათ. ასეთ შემთხვევაში ბროლი ლურჯ-მეწამულ ელფერს ასხივებს, ხოლო ჩვეულებრივი მინა – მკრთალ მწვანეს.

  1. მასა

ტყვიის შემცველობის გამო, ბროლი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე იმავე ზომის მინის ჭურჭელი. ბროლი ხელში უფრო მყარად იგრძნობა და მასში გარკვეული წონაა. ეს მკვეთრად განსხვავდება მინისგან, რომელიც ბუნებით განსაკუთრებით მსუბუქია.

  1. კრისტალურად სუფთა

ჩაასხით სითხე თქვენს ჭიქაში და შეამოწმეთ: სტანდარტული მინა სითხეს ნისლიან იერს სძენს – თუ მასში გაიხედავთ, ხედი ოდნავ ბუნდოვანი იქნება. მეორეს მხრივ, ბროლი მკვეთრად გამჭვირვალე ხედს უზრუნველყოფს. ისევ და ისევ ტყვიის შემცველობის გამო, ბროლი საოცრად გამჭვირვალეა. რაც მეტი ტყვიის შემცველობა აქვს ბროლს, მით მეტად გამჭვირვალეა ის. ბროლის გამჭვირვალობა მას ჭურჭლის, ჭაღებისა და დეკორაციისთვის შესაფერისს ხდის.

  1. დააკვირდით ზედაპირს

შეეხეთ ბროლის პირს და აღმოაჩენთ, რომ ის გლუვი და მომრგვალებულია. ბროლი საკმარისად ელასტიურია წარმოების პროცესში. მეორეს მხრივ, მინა უფრო ხისტია და უფრო მტვრევადი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ბროლი მასზე მყიფეა.

კერძო სახლი ოქროყანაში – ელენე თოთიბაძისა და გიორგი გოგორიშვილის ინტერიერი

1930-იანი წლების საოჯახო ბინის რენოვაცია ბარსელონაში