in

Minas House — მშვიდი სახლი ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში

Alliance Group
Alliance Group

Minas House არის სტუდია mk27-ის პირველი პროექტი მინას-ჟერაისში, ბრაზილიაში. სახლი, რომელსაც ირგვლივ ტროპიკული ტყე აკრავს, მეპატრონეებს საუცხოო ხედებით უზრუნველყოფს.

ქუჩიდან შენობა უბრალო ხის ყუთს მოგაგონებთ. მასში მოხვედრას შეძლებთ ხიდის მეშვეობით — ეს არის დამაკავშირებელი სტრუქტურა, რომელიც ხაზს უსვამს უფსკრულს საჯარო და კერძო სივრცეებს ​​შორის დამაბრკოლებელი ელემენტების გამოყენების გარეშე.

ღია დაგეგმარება სახლს ბუნებრივი სინათლით ავსებს, ამასთან, მინას-ჟერაისის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას ნებისმიერი სივრციდან ხდის შესაძლებელს.

ყველაზე ქვემოთ განლაგებულია დახურული გალერეა, ხოლო მის ზემოთ, არაჩვეულებრივი დიდი ტერასა გარე მისაღებ და სასადილო ზონებს, სახლის ოფისს, ასევე ვრცელ თავისუფალ სივრცეს და აუზს იტევს. აქვეა მოთავსებული კიდევ ერთი ხის „ყუთი“, რომელიც სამზარეულოს, საპირფარეშოსა და მთავარ საძიებელს აერთიანებს.

ერთი სართულით მაღლა არის მესამე ხის „ყუთი“ — ყველაზე ინტიმური სივრცე სახლში, სადაც განთავსებულია საძინებლები, ტელევიზორის ოთახი და ღვინის გალერეა.

მასალების პალიტრა სახლის დაბალანსებულ პროპორციებს აძლიერებს. ჭერი მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით, ხოლო იატაკისთვის გამოყენებულია ბაზალტი. ხეს, თავის მხრივ, ინტერიერში სითბო შემოაქვს.

საბოლოო ჯამში, ეს არის ძალიან მშვიდი სახლი, რომელშიც გამოყენებული მასალები, ბუნების შესანიშნავი ხედები და დეკორაცია იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვის.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ქართველი არქიტექტორის ნამუშევრები, AN-ის მიერ დასახელებულ საუკეთესო შენობათა სიაში მოხვდა

მინიატურული, მაგრამ მყუდრო – იდეები პატარა სამზარეულოს მოსაწყობად #Homeisინსპირაცია