in

მინიმალისტური და ორგანული საძინებლები

განსხვავებით ყველა სხვა ოთახისგან, საძინებელი ის ადგილია, სადაც გონებრივ და ფიზიკურ დასვენებას თავისუფლად უნდა ახერხებდეთ. დამღლელი და გრძელი დღის ბოლოს, საკუთარ საძინებელში მოხვედრის აზრი მეტად უნდა გხიბლავდეთ, ვიდრე ტელევიზორის წინ, დივანზე წამოწოლა. კომფორტულობის გარდა, მნიშვნელოვანია ოთახის ისეთი მასალითა და ნივთებით დაგეგმარება, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ.

ჰარმონიული და ორგანული გარემოს შესაქმნელად რამდენიმე გასათვალისწინებელ რჩევას გიზიარებთ:

განათება

საძინებლის ფუნქცია მხოლოდ იქ დაძინებით არ შემოიფარგლება: საწოლში კითხვა ძილის წინ, სამოსის შერჩევა, მოწესრიგება და .. ამ ყველაფერს კარგად შერჩეული განათება სჭირდება. განათება საწოლის თავთან, ჭერში, კარადასთან, სარკის წინ; იმისათვის რომ ოთახის განათება იყოს ენერგოეფექტური და ამასთანავე მძლავრი, გირჩევთ LED ნათურების გამოყენებას, ამ შემთხვევაში თქვენ იზრუნებთ საჯუთარ ბიუჯეტზე და ასევე გარემოზე, ნაკლები ენერგიის მოხმარების გზით.


ფოტო: catesthill.com


ფოტო: cocolapinedesign.com


ფოტო: Kanstantsin Remez

 

საწოლი

საძინებლის მთავარი ავეჯი რა თქმა უნდა საწოლია. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღამის ხარისხიანი ძილი თქვენი ჯანმრთელობისთვის, სათანადო ყურადღება დაუთმეთ მატრასის შერჩევას, რომელიც აუცილებლად ერგონომიული უნდა იყოს. 

საწოლი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული შეიძინეთ, რათა თავიდანვე აირიდოთ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი ავეჯის დადგმა საძინებელში.


ფოტო: ivoryandnoir.tumblr.com


ფოტო:catesthill.com


ფოტო: aurahome.com

ბალიშები

მყუდრო გარემოს შესაქმნელად ინტერიერში ბევრი ბალიში გამოიყენეთ. აურიეთ სხვადასხვა ფორმის, ზომის, ტექსტურისა და ფერის ბალიშები. საწოლის გარდა, ისინი ოთახის სხვადასხვა კუთხეებშიც შეგიძლიათ მიმოფანტოთ.


ფოტო: AARON BENGOCHEA


ფოტო: catesthill.com


ფოტო: armadillo-co.com


ფოტო: adoremagazine.com


დეკორის
ელემენტები

  • განსაკუთრებული სითბოსა და სიმყუდროვისთვის ხალიჩაც შეგიძლიათ შეუხამოთ თქვენს საძინებელს. მისი განთავსება საწოლის ცალ მხარეს, საწოლის ქვეშ, ან სულაც ოთახის ცენტრში შეგიძლიათ.
  • ბუნებასთან მეტი კავშირის დასამყარებლად ქოთნის მცენარეები გამოიყენეთ ინტერიერში. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეების მოვლა თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი ვერ გახდება, გამომშრალი მცენარეების ფოთლები შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს ინტერიერს. 
  • ორგანულ საძინებლებში აუცილებლად უნდა ჭარბობდეს ხის ფაქტურა; იქნება ეს ხის ჩარჩოიანი სარკე, გადაჭრილი მორი, დაწნული კალათების ნაირსახეობა თუ ხის იატაკი.


ფოტო: etsy.com

ფოტო: woahstyle.com 

ფოტო: adoremagazine.com

მალიორკაში მდებარე Casa Palerm

სტუდიო სახლების ფოტო-კოლაჟი