in

მინიმალისტური სტილის ხელშემშლელი 6 მავნე ჩვევა და მათთან გამკლავების გზები

დღეს შევეცდებით გავერკვეთ, რა უნდა შეიცვალოს ადამიანის ცხოვრების წესში, რომ სახლის მინიმალისტური გარემო შენარჩუნდეს

1. სპონტანური შეძენა

ერთ-ერთი ყველაზე მავნე ჩვევა, რომელიც მინიმალიზმის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება, ნივთების სპონტანური ყიდვაა. ეს არა მარტო ავეჯს ან ტექსტილს, არამედ ისეთ წვრილმანებსაც ეხება, როგორიცაა კბილის ჯაგრისების ჩასადები ან დეკორატიული ქანდაკება. ის, რაც ეფექტურად გამოიყურება მაღაზიაში, შესაძლებელია კონკრეტულ ინტერიერს საერთოდ არ მოუხდეს და ე.წ. “ვიზუალური ხმაური” შექმნას.

როგორ მოვიქცეთ?

უმჯობესია საყიდლების სიის შედგენა. გაიჩინეთ რაიმე აპლიკაცია, სადაც აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი იქნება. დასახელების გვერდით დეტალური ინფორმაცია შეიყვანეთ: ფერი, ზომა, მასალა. დეკორისა თუ ავეჯის მაღაზიაში ყოფნისას აღარ დაიბნევით და სახლში მინიმალიზმის პირნციპის დამრღვევ ნივთს აღარ შემოიტანთ.

2. გამოუსადეგარი ნივთების შენახვა

მინიმალიზმი გათვლილი და ტევადი სათავსო სისტემის ხარჯზე მიიღწევა. თუ იქ გამოუსადეგარ ნივთებს შეინახავთ, აუცილებლისთვის ადგილი არ დარჩება. შედეგად, პირველი ყოველთვის თვალში მოგვხვდება და სტილს დაარღვევს.

როგორ მოვიქცეთ?

მინიმალიზმი არა მარტო სტილი, არამედ ცხოვრების წესიცაა. თანდათანობით უარი უნდა თქვათ იმაზე, რასაც „შემდეგისთვის“ ინახავთ: დასაკემს ტანსაცმელზე, გაფუჭებულ სამზარეულო ტექნიკაზე და ა.შ.

3. ბინის საფუძვლიანი დალაგება კვირაში ერთხელ  

კვირაში ერთხელ გენერალური დალაგების მოწყობა, დასაქმებული ადამიანების ძალიან პოპულარული ჩვევაა. ასეთი მიდგომით, ბინაში მინიმალიზმს მხოლოდ რამდენიმე დღე თუ შეინარჩუნებთ.

როგორ მოვიქცეთ?

დაალაგეთ ყოველდღე და პატარა პორციებით. შეიმუშავეთ ტანსაცმლის დალაგების მოხერხებული სისტემა, შეიძინეთ თეთრეულის დიდი კალათა, ეს არაესთეტიკური ნივთების დაფარვაში დაგეხმარებათ. დროთა განმავლობაში დალაგებისთვის 30 წუთის მიძღვნა ჩვევად გადაგექცევათ, სახლი კი მუდმივად საჭირო მდგომარეობაში იქნება.

4. ნივთების „ხელთან ახლოს“ დადება

ვიზუალური ხმაური „ხელთან ახლოს“ ნივთების დატოვების ჩვევითაც იქმნება. მაგალითად, თბილი მოსასხამი სავარძელზე, აგრილების შემთხვევაში. სანელებლები და ზეთი მაგიდაზე, მომზადებისას მათი გამოღებაზე დროის დაზოგვის მიზნით და ა.შ. ასეთი ნივთები ბინაში ძალიან ბევრია და ეს წვრილმანები მინიმალიზმთან შეუთავსებელია.

როგორ მოვიქცეთ?

აუცილებელია მაქსიმალურად გათვლილი და მარტივი ფარული სათავსოების მოწყობა. მოხერხებული საკანი საშინაო ტანსაცმლისთვის კარადაში, ნელსაცხებლების ლამაზი ყუთი და ა.შ. ამასობაში დროთა განმავლობაში ერთი მოქმედებით მაქსიმალურად ბევრის გაკეთების თვისებაც გამომუშავდება.

5. ნივთების შეგროვება

ბევრი ადამიანისთვის ექსკურსია მაღაზიებში იმ დროზე უპირატესია, რომელიც ზედმეტი ნივთების მოშორებას სჭირდება. ამის გამო, ბინაში საგნები გროვდება, სათავსოები ივსება და მინიმალიზმის მიღწევა სულ უფრო რთულდება.

როგორ მოვიქცეთ?

არ ღირს რადიკალური რჩევების გათვალისწინება და ერთი ახალი ნივთის ყიდვამდე ორი ძველის გადაყრა. თუმცა, ნამდვილად ღირს ახალი და ძველი ნივთების შემოსავალ-გასავლის დაბალანსება. ამიტომ, მაღაზიებში ყოველი ახალი გასეირნების მოწყობის შემდეგ, შეეცადეთ რამდენიმე ძველ ნივთს დაემშვიდობოთ.

6. დროებითი გადაწყვეტილებები

მინიმალიზმის კიდევ ერთი მტერი დროებითი გადაწყვეტილებებია. მათ გამო შავ-თეთრ მინიმალისტურ სამზარეულოში შესაძლებელია ყვითელი საჭმლის დასამუშავებელი დაფა აღმოჩნდეს (რადგან სასურველი ელფერი არ იყო და მომზადებისთვის დაფა აუცილებელია). ეს ნივთი  სამზარეულოში, სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება და ინტერიერისგან მიღებულ შთაბეჭდილებას გააფერმკთალებს.

როგორ მოვიქცეთ?

საჭიროა ინტერიერისთვის თავიდანვე ისეთი ფერთა გამის შერჩევა, რომლისთვისაც შესაფერისი ტონის საყოფაცხოვრებო წვრილმანები ადვილი საშოვნელია. არასდროს დათანხმდეთ შეუფერებელ, დროებით გადაწყვეტილებებს.

რიჩარდ როჯერსის ბიოგრაფია და საუკეთესო პროექტები

ხელით რესტავრირებული ავეჯით მოწყობილი ბინა ვაკეში – ანნა სეკოვსკა-ლივნის ინტერიერი