მინის ბლოკები აღორძინებას განიცდის და კვლავ ტრენდული ხდება. მასალა, რომელიც ხშირად საბჭოთა კავშირის ეპოქის ადმინისტრაციული შენობების ატრიბუტად განიხილება, დღეს სულ უფრო ხშირად გვხვდება მოდურ უცხოურ ინტერიერებში, როგორც საჯარო, ისე კერძო სივრცეებში. მოდის ისეთი გიგანტები, როგორებიც არის Cartier და Hermes, მინა-ბლოკებს ბუტიკების ფასადების გასალამაზებლად იყენებენ. დღეს კი თქვენთვის შევკრიბეთ შთამაგონებელი მაგალითები სხვადასხვა პროექტებიდან, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ამ მასალას და ამტკიცებს, რომ მინის ბლოკი მოდური, ლამაზი და აქტუალურია.