in

სახლი-ყვავილი ამერიკაში – NO ARCHITECTURE-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2020 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 326 კვადრატული მეტრია. შენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, თითოეული მხრიდან მინის კედლები აქვს გარშემორტყმული და ადგილობრივ ლანდშაფტთანაა ჰარმონიაში. პროექტს აქვს ბაღი, რომელიც მისი ცენტრია და საცხოვრებელი ნაწილი ბაღის გარშემოა აშენებული.

სახურავის უცნაური ფორმების გამო, მას ყვავილის ფორმა აქვს, სწორედ ამიტომ არქიტექტორებმა პროექტს “სახლი-ყვავილი” უწოდეს. სახურავი უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მზის სხივების შეგროვებასა და სახლის გათბობას. ინტერიერსა და ექსტერიერს შორის სივრცეები მაქსიმალურად ღიაა, რაც მათ შორის საინტერესო გადასვლას ქმნის.

მასალის სახით ძირითადად შუშაა გამოყენებული, თუმცა კონსტრუქციების თითქმის მთელი ნაწილი ძვირადღირებული ხისგან არის დამზადებული.

ინტერიერში სივრცეები მაქსიმალურად არის ათვისებული. პროექტს აქვს რამდენიმე საძინებელი და აბაზანა, მისაღები ოთახი და მოსასვენებელი ადგილები. სახლის თითოეული ნაწილიდან კარგად ჩანს ხედი როგორც ეზოზე, ასევე ბორცვსა და მასზე გავრცელებულ ენდემურ მცენარეებზე.

პროექტზე მუშაობისას არქიტექტორების მთავარი გამოწვევა ისეთი საცხოვრებელის შექმნა იყო, რომელსაც ლანდაშფტის ხედებზე მაქსიმალური ხილვადობა ექნებოდა, მაგრამ ამავდროულად სახლის მეპატრონეები შეძლებდნენ კომფორტსა და სიმყუდროვეში ცხოვრებას. სახურავის გამორჩეული სტრუქტურა ჩრდილავს სახლის შიდა სივრცეს, რის ხარჯზეც შედარებით შორი მანძილიდან შიდა სივრცის დანახვა თითქმის შეუძლებელია.

არქიტექტურული სტუდია: NO ARCHITECTURE

ფოტოები: Iwan Baan

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ფილიპ არქტანდერი – დამოუკიდებელი არქიტექტორი დანიიდან

ინდივიდუალური ხასიათით შექმნილი ბინა საბურთალოზე — ნინო გოგშელიძის ინტერიერი