in

მის ვან დერ როე – მოდერნიზმის ფუძემდებელი გენია

“ღმერთი დეტალებშია.”

მის ვან დერ როე

ბაუჰაუსი თანამედროვე მოძრაობაა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და რომელმაც უამრავი თანამედროვე ხელოვანი გაზარდა. ბაუჰაუსის ქვეშ ასევე ერთიანდებიან პროფესორები/მასწავლებლები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ თანამედროვე თაობების კარიერის შენებაში. ერთ-ერთი ასეთია მის ვან დერ როე – არქიტექტორი, რომელიც ბაუჰაუსის მესამე და ბოლო დირექტორი იყო.

მის ვან დერ როე ბაუჰაუსში

ვან დერ როე ცნობილია თავისი როლით ეპოქის ყველაზე გამძლე არქიტექტურული სტილის შემუშავებაში: ესაა მოდერნიზმი. იგი 1886 წელს დაიბადა აახენში, გერმანიაში. როე იყო ქვისმჭრელის შვილი და გარკვეული პერიოდი ის სწორედ მამის სახელოსნოში მუშაობდა. მისი სერიოზული კარიერა კი დაიწყო პიტერ ბერენსის გავლენიან სტუდიაში, სადაც ის მუშაობდა მოდერნიზმის ორ სხვა ტიტანთან, ვალტერ გროპიუსთან და ლე კორბუზიესთან ერთად. თითქმის საუკუნის განმავლობაში, ვან დერ როეს მინიმალისტური სტილი ძალიან პოპულარული გახდა; მის ცნობილ ფრაზას “ნაკლები არის მეტი” (Less is more) ჯერ კიდევ ფართოდ იყენებენ ისინიც კი, ვინც არ იცის მისი წარმომავლობის შესახებ შესახებ.

როემ მოდერნისტული სტილის განვითარება 1920 – იან წლებში დაიწყო, ის აერთიანებდა მისი მოდერნისტ თანამედროვეთა ფუნქციონალურ, ინდუსტრიულ ინტერესებს და ესთეტიკურ სწრაფვას მინიმალური გადაკვეთის სიბრტყეებისკენ – უარყოფდა ოთახების დახურულ ტრადიციულ სისტემებს და კონცენტრირდებოდა შუშაზე, რათა დაენგრია შენობის ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვრები. 1921 წელს მან შექმნა შუშის კოშკი, რამაც მისი პოპულარობა არქიტექტურულ ავანგარდში გაამყარა.

შუშის კოშკი

აღსანიშნავია ასევე 1929 წლის გერმანული პავილიონი ბარსელონას ექსპოზიციაზე (უფრო ცნობილი როგორც “ბარსელონას პავილიონი”), რომელიც რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნაწარმოებად.

ბარსელონას პავილიონი

მეორე მსოფლიო ომში გზებისა და ხიდების მშენებლობაში გატარებულ პერიოდთან ერთად, შეიცვალა როეს არქიტექტურული მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ უცნაური ნეოკლასიკური დიზაინით იყო დაკავებული, როე აყალიბებდა რეპუტაციას თავისი თანამედროვე იდეებით.

1932 წელს, როეს ნამუშევრებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გამოფენას “საერთაშორისო სტილი”, რომელსაც კურირებას ფილიპ ჯონსონი და ჰენრი-რასელ ჰიჩკოკი უწევდნენ. ეს იყო გამოფენა, რომელმაც არამხოლოდ განამტკიცა როეს როლი, როგორც მოდერნისტული მოძრაობის ლიდერის, არამედ თავად მოძრაობა მიიტანა უფრო ფართო, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

გამოფენა “საერთაშორისო სტილი”

ბაუჰაუსის დახურვისა და გერმანიაში ნაციზმის აღმავლობის შემდეგ, როეს ძალიან უჭირდა მუშაობა საკუთარ ქვეყანაში. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, წასულიყო შეერთებულ შტატებში 1937 წელს, სადაც დასახლდა ჩიკაგოში და გახდა ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი. IIT– ში მუშაობის 20 წლის განმავლობაში, როემ შეიმუშავა ის, რაც ცნობილი გახდა როგორც „ჩიკაგოს მეორე არქიტექტურული სკოლა“, გამარტივებული, სწორხაზოვანი მაღალსართულიანი შენობების სტილი, ისეთი პროექტებით, როგორიცაა 860-880 Lakeshore Drive და Seagram Building.

860-880 Lakeshore Drive

ამ ცათამბჯენის ახალი ტიპოლოგიის პარალელურად, მან ასევე განაგრძო თავისი დაბალი, პავილიონის ტიპოლოგიის განვითარება, რომელიც მან პირველად გამოსცადა პროექტებში, როგორიცაა ბარსელონას პავილიონი, მისი სრულიად გამჭვირვალე ფარნსვორთის სახლი და ა.შ ზოგჯერ როეს ასევე შეეძლო გაეერთიანებინა ორივე ტიპოლოგია ერთ კომპოზიციაში, როგორც ეს ჩიკაგოს ფედერალური ცენტრის სამსართულიან კომპლექსში გააკეთა.

Seagram Building

1960-იანი წლების დასაწყისში, მიეს ვან დერ როემ მიიღო შეთავაზება დასავლეთ ბერლინის სენატისგან კემპერპლაცზე კულტურფორუმის (კულტურის ფორუმის) ახალი ეროვნული გალერეის დიზაინის შესაქმნელად. იგი დასრულდა მისი დიზაინის მიხედვით 1968 წელს.

კულტურფორმი

მის ვან დერ როე გარდაიცვალა 1969 წლის 17 აგვისტოს, საყლაპავის კიბოსგან, რომელიც გამოწვეული იყო მისი მოწევის ჩვევით. კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი დაკრძალეს ჩიკაგოს გრეისლენდის სასაფლაოზე, ჩიკაგოს სხვა ცნობილი არქიტექტორების მახლობლად.

როგორ შევიტანოთ ინტერიერში 70-იანი წლების სტილი

მცირე ზომის ვილა ინდოეთში – tHE gRID Architects-ის ნამუშევარი