in

მისაღები ოთახის მოწყობის მთავარი შეცდომები

მისაღები ოთახი სახლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს ხომ ძირითადი სივრცეა სტუმარ-მასპინძლობისა და განტვირთვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ოთახი იყოს თანამედროვე და კომფორტული. ინტერიერის დიზაინერებს მისაღები ოთახის მოწყობისას ძალიან ბევრი შეცდომა უნახავთ და ამიტომაც რამდენიმე მსგავს შეცდომას გვიზიარებენ:

1. იმ ავეჯის ყიდვა, რომელზე დაჯდომაც არ გვინდა

მხოლოდ იმიტომ, რომ ავეჯი საოცრად გამოიყურება, არ ნიშნავს, რომ ის თქვენი სახლისთვის შესაფერისია. ამიტომ, სანამ ავეჯს იყიდით, კარგად დარწმუნდით, რომ ის კომფორტულია და თქვენს ინტერიერში ჯდება.

2. ტახტის კედელთან განთავსება

არაფერი ისე არ მოქმედებს ინტერიერის მასშტაბის შემცირებაზე, როგორც ეს ელემენტი – ამბობენ დიზაინერები. ამიტომაც, ისინი გვირჩევენ, რომ დივანი კედლისგან მოშორებით დავდგათ და სივრცეც უფრო დიდი გამოჩნდება.

3. ნახატების არასწორ სიმაღლეზე დაკიდება

ეს საკითხი ბევრს აინტერესებს და ინტერიერის დიზაინერები ამაზე გვცემენ შემდეგ პასუხს: ნახატის ცენტრიდან იატაკამდე მანძილი 152 სმ უნდა იყოს. ამიტომაც, როცა ნახატს დაკიდებთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევა.

4. სინათლის არასაკმარისი რესურსი

ბევრი დიზაინერი ფიქრობს, რომ გარემო ხშირად მისი განათების გამო მოგვწონს. ამის მისაღწევად კი საჭიროა, რომ ოთახში სხვადასხვა ტიპის სინათლის წყარო იყოს – იქნება ეს ჭაღი, მაგიდის სანათი თუ სხვ.

5. არასაკმარისი დასაჯდომი ადგილი სტუმრებისთვის

ხშირად, როდესაც ჩვენს სახლს აწყობენ, ავიწყდებათ, რომ ოჯახის წევრების გარდა, სტუმრებსაც სჭირდებათ მოსასვენებელი ადგილი. ამიტომაც, საჭიროა, რომ მისაღებ ოთხში საკმარისი რაოდენობის ავეჯი განათავსდეს. აუცილებელია გაითვალისწინოთ ისიც, რომ ავეჯი სწორად უნდა დაიდგას, რათა საუბარს და ინტერაქციას ხელი შეეწყოს.

6. არასწორი ბალიშები

ბალიშები მხოლოდ დეკორატიული არ შეიძლება იყოს, ისინი განტვირთვაში დიდ როლს თამაშობენ. ამიტომაც, გამოუსადეგარი ავეჯის მსგავსად, ეცადეთ არც ბალიშები შეიძინოთ ამგვარი – პირიქით, უამრავი რბილი და კომფორტული ბალიში არსებობს, რატომ უნდა აარჩიოთ ცუდი?

7. ფარდების სიგრძე

კედლის პირზე დადგმული დივნის მსგავსად, მოკლე ფარდებიც აპატარავებენ სივრცეს, ამიტომაც, ეცადეთ, იმ სიგრძის ფარდები შეიძინოთ, რომლებიც იატაკს შეეხება.

8. საკუთარი ინტუიციისადმი უნდობლობა

ნუ შეეცდებით მიბაძოთ სტილს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოდურია. თქვენი საცხოვრებელი ოთახისთვის დეკორისა და ავეჯის შერჩევისას საკუთარ აზრებს გაჰყევით. სივრცეს საკუთარი იდენტობა და ხასიათი სჭირდება, რომელსაც ადამიანები ქმნიან.

9. სიმეტრიულად ფიქრი

ბევრი ადამიანი არ აძლევს თავს უფლებას, სივრცის მოწყობისას თამამი იყოს. პირიქით – ნუ იფიქრებთ მხოლოდ სიმეტრიულად და ნუ მიაქცევთ ფორმას და ზომას დიდ ყურადღებას. რაც უფრო თავისუფალია სივრცე, მით უფრო კომფორტულია ის ყველასთვის.

10. არათამამი ფერები

ანალოგიურ შეცდომას უშვებენ ადამიანები ფერის შემთხვევაშიც – ისინი, ძირითადად, ნეიტრალურ ფერებს არჩევენ მაშინ, როცა მისაღებ ოთახს და ზოგად ინტერიერს ძალიან უხდება თამამი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფერები. ხშირად სწორედ ამგვარი ფერები ქმნიან ოთახში სიმყუდროვეს.

სახლი ართანაში – NS Studio-ს ნამუშევარი, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

NS Studio-ს 3 პროექტი “Wineries Architecture”-ის გამოცემაში მოხვდა