in

მისაღები ოთახის მოწყობის წესი ფენ-შუის მიხედვით: 6 სასარგებლო რჩევა

დღეს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგიმზადეთ, რომლებიც მისაღები ოთახის დასვენებისა და მედიტირებისთვის იდეალურ სივრცედ გადააქცევს.

ტახტის მდებარეობა

ტახტი ნებისმიერი მისაღების მთავარი „გმირია“. ზუსტად მისგან უნდა დაიწყოს ავეჯის განლაგება. ფენ-შუის მიხედვით, დივანზე მოთავსებულმა ადამიანებმა შემოსასვლელის ყურება უნდა შეძლონ და ამავე დროს, კარის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ.

გათავისუფლდით ზედმეტისგან

სწორედ ზედმეტი ხორაგისგან გათავისუფლებაა მყუდრო და ჰარმონიული სივრცის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ნებისმიერი უფუნქციო და ინტერიერის მთლიანობის დამრღვევი ნივთი მოსაშორებელია. რაც უფრო ნაკლები ზედმეტი დეტალია, მით უფრო სავსეა სივრცე ენერგიით.

მეტი შუქი და ჰაერი

ფენ-შუის თანახმად, დღის შუქი და სუფთა ჰაერი სახლს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს. სქელი ფარდები ნახევრად გამჭირვალე თხელი ნატურალური ტექსტილით შეცვალეთ და ოთახი რეგულარულად გაანიავეთ. ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია.

საერთო ხაზი

ბევრი ფიქრობს, რომ ფენ-შუი სრულ ასკეზას გულისხმობს. სინამდვილეში, ასე არ არის. ეს მიდგომა სახლის გააზრებულ გამშვენებას და უსარგებლო ნივთებისგან თავის დაღწევას გვთავაზობს. შეეცადეთ, ინტერიერში ერთიანი, მკაფიო ხაზი შეინარჩუნოთ. აარჩიეთ ერთმანეთთან და გარემოსთან ჰარმონიულად შეხამებული ნივთები.

ბუნებრივი ელემენტები

ფენ-შუის თანახმად, ინტერიერში ბუნების ელემენტები უნდა მონაწილეობდეს: ცეცხლი, მიწა, ლითონი, ხე და წყალი. ისინი შესაძლებელია კონკრეტული მასალების, ფერებისა და ნივთების სახით შემოვიტანოთ, რომლებიც ამა თუ იმ სტიქიის სიმბოლო იქნება.

ურთიერთობების ადგილი

მისაღები ოთახი ოჯახისა და მეგობრების ურთიერთობის ადგილია. ტახტი, სავარძელი, სკამები და პუფები ისე უნდა განთავსდეს, რომ სტუმრები ერთმანეთთან პირისპირ ისხდნენ. დარწმუნდით, რომ კარისკენ ზურგით ჯდომა არავის მოუწევს, ეს ენერგიის თავისუფალ დენას ხელს შეუშლის.

ქართულმა სტუდიებმა, ADDRESS და ALTERTOPOS, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე საპატიო ჯილდო აიღეს

უმშვენიერესი სახლი ცისფერი დარაბებით პროვანსში