in

10 ფერი, რომლებიც მისაღები ოთახის კედლებს განსაკუთრებით უხდება

მისაღები ოთახი ის ნაწილია, სადაც ვისვენებთ, ვიღებთ სტუმრებს და გვსურს მშვიდი და კომფორტული განწყობის შექმნა, რაც ყველაზე კარგად ფერების სწორად შერჩევით არის შესაძლებელი.გახსოვდეთ, სწორედ ფერების საშუალებით არის შესაძლებელი ოთახში თქვენი ხასიათისა და განწყობის გადმოტანა.

ძირითადად, მისაღებ ოთახებში ისეთ ნეიტრალურ ფერებს ვხვდებით, როგორებიცაა თეთრი, ღია ნაცრისფერი და ა.შ, თუმცა ნეიტრალური ფერთა პალიტრა ყველასთვის არ არის. მანამ, სანამ ოთახისთვის საბოლოო ფერს შეარჩევთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი განწყობის შექმნა გსურთ.

დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ 10 ფერს, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები მისაღები ოთახის კედლებისათვის გვირჩევენ.

იისფერ-ნაცრისფერი

ეს სადა ფერი ოთახში სიმშვიდისა და წესრიგის განწყობას ქმნის, გვეხმარება განტვირთვაში და დასვენებაში. ეს ტონი განსაკუთრებით უხდება ნათელ და დიდ ოთახებს.

ცისფერი

ცისფერი ოთახში მდიდრულ ფონს ქმნის, რომელსაც შეუძლია მისაღების ავეჯისა და სხვადასხვა ნივთების ჰარმონიაში მოყვანა. დიზაინერები ამ ფერთან მწვანე და ნაცრისფერი ტონალობების შეხამებას გვირჩევენ.

წითელი

წითელ ფერს უამრავი ტონალობა აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში თიხისფერი წითლის შესახებ ვსაუბრობთ, რომელიც განსაკუთრებით უხდება გარედან შემოსულ მზის სხივებსა და ოთახში განთავსებულ კონტრასტული ფერების მქონე დეკორაციებს.

ლურჯი

მუქი ლურჯი ფერი დამახასიათებელია იმ მისაღები ოთახებისთვის, რომლებსაც სახლის მეპატრონეები ფორმალური შეხვედრებისთვის იყენებენ, რადგან ის ქმნის სიმდიდრისა და ელეგანტურობის ეფექტს.

მოვარდისფრო კრემისფერი

ამ ფერს მისაღებში პირადი სივრცისა და კომფორტის შექმნის განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. მას არა მხოლოდ ერთიანობაში მოჰყავს ოთახის დიზაინი, არამედ ოთახს მდიდრულ და დახვეწილ ეფექტსაც სძენს.

ვარდისფერი

ეს ტონი განსაკუთრებით ლამაზია თუ მას ხისფერ იატაკთან, მოწითალო ავეჯთან და ყავისფერ დეტალებთან შეახამებთ. ამას გარდა, განსაკუთრებულად უხდება ოთახის მცენარეებსა და დიდი ზომის ფანჯრებს.

შავი

შავი ფერის კედლები, ოქროსფერი ავეჯი და მომწვანო დეტალები ოთახს გლამურისა და სიმდიდრის განწყობებს ანიჭებს. ეს ფერი იდეალურია მათთვის, ვისაც მისაღების გამოყენება შეხვედრების მოსაწყობად სურს.

მუქი ნაცრისფერი

ეს ტონი ოთახში სიმშვიდის პოვნასა და დასვენებაში გვეხმარება. მუქი ნაცრისფერი ამშვიდებს გონებას და გვეხმარება სტრესის მოხსნაში.

ყვითელი

ყვითელი, ერთი შეხედვით, თვალისთვის გამაღიზიანებელი ფერია, თუმცა, თუ მას ვინტაჟური სტილის ავეჯთან და დეკორაციებთან შეახამებთ, მისაღებში სიძველისა და სიმდიდრის არაჩვეულებრივი ეფექტის შექმნას შეძლებთ.

ხაკისფერი

თუ მისაღებში თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი ავეჯი გაქვთ, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ჰარმონიაში არ არიან, გამოსავალი სწორედ ხაკისფერი კედლებია. ამ ფერს აქვს დახვეწილი და ელეგანტური ეფექტი, რომელიც განსაკუთრებით უხდება მუქ ლურჯ ავეჯსა და ღია ფერის დეკორაციებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ქეთი ადეიშვილის ფერადი სახლი ლისის ტბის მიმდებარედ — სტუდია „Design It“-ის ნამუშევარი

როგორ მოვაშოროთ შპალერის გაკვრის შემდგომ დარჩენილი წებო ზედაპირიდან?