in

Model 548 – ჯინო სარფატის მიერ შექმნილი მაგიდის ინოვაციური სანათი

Astep-ის ბრენდის “Model 548” დიზაინერ ჯინო სარფატის მიერ შექმნილი სანათია, რომელიც უზრუნველყოფს დიფუზიურ შუქს, აქვს რეგულირებადი ნათება, რომელიც მიმართულია ამრეკლავი ეკრანისაკენ და ოთახში განსაკუთრებულ განათებას ქმნის.

1951 წელს შექმნილი მაგიდის სანათი არის შესანიშნავი ბალანსი სტანდარტულ განათებასა და ინოვაციებს შორის, რაც ჯინო სარფატის ნამუშევრებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი და აუცილებელი პრინციპია.

სანათი ნარინჯისფერ, ლურჯ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი და წარმოადგენს უაღრესად დახვეწილ, ელეგანტურ დიზაინს, რომელიც ძალიან უხდება ნებისმიერი სტილის ინტერიერს, იქნება ეს თანამედროვე თუ კლასიკური სტილი.

სტრუქტურა, ერთი შეხედვით, მარტივია. ალუმინის პროჟექტორი დამონტაჟებულია მილისებურ ღეროზე, რომელიც, როგორც წესი, გაპრიალებული სპილენძისგან მზადდება. თითოეული დეტალი ერთმანეთთან სასიამოვნოდ არის დაბალანსებული, რის ხარჯზეც სანათი ინარჩუნებს ვიზუალურ ესთეტიკასა და წონასწორობას.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მოდელებში სტანდარტული ნათურა უკვე შეიცვალა LED განათებით და ოპტიკური ჩამრთველებით, რაც სანათს კიდევ უფრო თანამედროვესა და კომფორტულს ხდის. სანათის შეძენა მსურველებს Astep-ის მრავალფეროვან კოლექციაში შეუძლიათ, ხოლო რაც შეეხება ღირებულებას, მოდელის ფასი საშუალოდ $1200-დან იწყება.

8 ადგილი თბილისში, სადაც საოფისე ავეჯს შეიძენთ

5 მთავარი მიზეზი, რის გამოც კერამიკული ფილები საუკეთესო არჩევანია სააბაზანოს მოსაპირკეთებლად