სახლის მოდული, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 2022 წელს ესპანეთში აიწყო და მისი საერთო ფართობი 98 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე არქიტექტურულმა სტუდიებმა Mangado&As, oiza.a და Woodville designs-მა იმუშავეს. Woodville აპროექტებს და კოორდინაციას უწევს ენერგოეფექტურ საცხოვრებელ ობიექტებს, რომლებიც იქმნება მსუბუქი სამშენებლო ტექნოლოგიებით, ძირითადად ხის მასალის გამოყენებით.
მოხრილი, მოცულობითი და გამორჩეული დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ სახლი ჩაიდგას ბუნებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ, mohma არის პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით შეესაბამება ქალაქგარე ტერიტორიებს.
თანამედროვეობაში ხის, როგორც სამშენებლო მასალის, გადაფასება ხდება და ის ძალიან პოპულარულია მდგრადობის, ეკოლოგიურობის, პრაქტიკულობისა და ფუნქციურობის კუთხით. ამ სახლში ხე გამოყენებულია როგორც საბაზისო მასალა, მისი არა მხოლოდ ექსპრესიულობის, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო. იგი გამოირჩევა წარმოების სიმარტივით და დაკავშირებულია დაბალი ენერგიის მოხმარებასთან, ვინაიდან დამუშავება საკმაოდ მარტივი პროცესია.
უშუალოდ ეს პროექტი შესრულებულია პრაქტიკულად ერთი სამშენებლო პროდუქტის დახმარებით: კომპოზიციური პანელი, რომელიც შექმნილია სტრუქტურული ხის დაფებით და გადანაწილებულია საიზოლაციო მასალაზე. ასეთი პანელები ხასიათდება ეფექტურობით, რაც გამოწვეულია მათი დიზაინით, რადგან შეუძლიათ მოერგონ როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ განლაგებას და სივრცისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს პანელი არის Woodville-ის კომპანიის სამშენებლო კონცეფციის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ Woodville ბაზარზე გასაყიდად გამოუშვებს სახლის ოთხ განსხვავებულ მოდელს, რომლებიც სხვადასხვა ზომებში იქნება ხელმისაწვდომი და მსურველებს შეეძლებათ რომელიმე მათგანის სასურველ ადგილას აშენება. თითოეული გაიზიარებს საერთო პრინციპს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც სახლს კომფორტს შეუქმნის. ცენტრალურ ნაწილს შესაძლოა დაემატოს რამდენიმე პანელი იმისთვის, რომ საბოლოო ვერსია გაიზარდოს.
არქიტექტურული სტუდია: Mangado&As, oiza.a
ფოტოები: Pedro Pegenaute
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”