თანამედროვე ინტერიერში ხშირად ვხვდებით მოლდინგებს. ის ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოლდინგი, რომელიც ზედაპირზე დასაკრავი დეკორატიული პროფილია, ძირითადად კედლების, ჭერის, თაღების, კარებისა და ავეჯის გასაფორმებლად გამოიყენება. კლასიკური მოლდინგი თაბაშირისგან მზადდებოდა, თუმცა მოგვიანებით ის უფრო იაფი და პრაქტიკული მასალით ჩანაცვლდა. დღეს ბაზარზე მოლდინგების მრავალფეროვნებას ვხვდებით, რომელთა შორის არჩევნის გაკეთება ხშირად საკმაოდ რთულია, თუმცა შესაფერისი დიზაინისა და ხარისხის მოლდინგის შერჩევის შემთხვევაში, შევძლებთ რომ ჩვენი ინტერიერი კიდევ უფრო საინტერესო და დახვეწილი გავხადოთ. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მაღაზიას გაგაცნობთ, სადაც თქვენს გემოვნებასა და სურვილებს მორგებული მოლდინგების შეძენას შეძლებთ.