in

მოლი სიმსის არაჩვეულებრივი სახლი ჰემპტონის პლაჟზე

Banner M2
Banner M2

მოლი სიმსის თქმით, ჰემპტონი მისი ბედნიერი ადგილია. მსახიობმა და მოდელმა თავისი პირველი სახლი იქ 1999 წელს შეიძინა და როდესაც 2011 წელს კინოპროდიუსერზე (ახლა კი Netflix-ის გლობალური კინოს ხელმძღვანელზე) – სკოტ შტუბერზე დაქორწინდა, მას უთხრა: „ჰემპტონზე უარს არასოდეს ვიტყვი”.

ბედნიერება უნდა გაზიარდეს, ამიტომ 2018 წელს წყვილმა იყიდა მიწის ნაკვეთი საგაპონაკში, ნიუ-იორკში, რათა აეშენებინა საოცნებო სახლი, სადაც მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის უამრავი ადგილი იქნებოდა.

დენ სკოტიმ, რომელსაც ოჯახთან აქამდეც უმუშავია, არქიტექტორი – რაიმონდ რენო მოიწვია და მათ ერთად არაჩვეულებრივი თავშესაფარი შექმნეს. (სიმსმა სთხოვა მეგობარს, მიმი ბრაუნს, ინტერიერის დიზაინში დახმარება, ხოლო AD100-ის დიზაინერს – ბრიჟეტ რომანეკს სველი წერტილების დეკორაცია გადააბარა). საცხოვრებელი მრავალი ნაგებობისგან შედგება – დასავლეთით არის სტუმართათვის განკუთვნილი ორი საძინებლის მქონე ფრთა „ასე რომ, მთელ ოჯახს შეუძლია განმარტოვდეს ყველასგან მოშორებით“ – ამბობს სიმსი. ცენტრში არის დიდი ოთახი, რომელსაც სიმსი ბარს უწოდებს, თუმცა ეს უფრო სასტუმრო ოთახია ბარით. და ბოლოს, არეალი, რომელიც L- ფორმას ქმნის არის ის მონაკვეთი, სადაც ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი ფართებია განთავსებული.

აქ ღია კონცეფციის სამზარეულო, სასადილო ოთახი და სიღრმეში განთავსებული მისაღები ოთახი პირველ სართულს იკავებს. „ვიცოდი, რომ სამზარეულო უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ოთახი მთელ სახლში, რადგან ყველა მუდამ სამზარეულოში იყრის თავს“ – ამბობს სიმსი.

ინტერიერი სკოტისა და სიმსის გონებაში მშენებლობის პროცესის პირველივე დღიდანვე არსებობა. სკოტმა, სრულყოფილი მორგებისა და გამძლეობისთვის, მრავალი ინდივიდუალური ელემენტი თავად დააპროექტა. მან შიდა ავეჯის დიდი ნაწილი დაფარა გარე სივრცისთვის განკუთვნილი ქსოვილით, რათა აუზიდან ახლად ამოსულ ბავშვებს ინტერიერი არ დაეზიანებინათ. აქ ასევე შეხვდებით ნამუშევრებს ვინტაჟური კოლექციებიდან.

„პირველი სართულის უმეტეს ნაწილში შედარებით ნეიტრალური ფერთა პალიტრა შევინარჩუნეთ, რათა აქცენტი ხელოვნების ნიმუშებსა და ბაღებზე გაკეთებულიყო“ – ამბობს სკოტი. კრემისფერი და თეთრი ტონები ყველგანაა, მაგრამ თეთრი მუხის სიმრავლე სახლს სითბოს მატებს. გარდა ამისა, შეკვეთით დამზადებული ხალიჩებისა და მდიდარი ქსოვილების წყალობით, სივრცეში უამრავი ტექსტურაა. სიმსმა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია, სახლისთვის მრავალი ორიგინალური ნამუშევარი შეუკვეთა, მაგალითად, როგორიც არის ჯონათან რაიანის ქვიშით შესრულებული ნახატი, „ყველას სურს, რომ მას შეეხოს“ – ამბობს სიმსი.

საბოლოო ჯამში კი ვიღებთ სახლს, რომელიც იდეალური ადგილია როგორც ოჯახისთვის, ასევე, მეგობრების სამასპინძლოდ.

10 მოწყობილობა სამზარეულოსთვის, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ტექსტურირებული ხელოვნება ინტერიერში – მარიამ გახოკიძის თვალით დანახული მინიმალისტური სტილი