in

Molteni & C – ანჯელო მოლტენის მიერ შექმნილი ავეჯის ისტორია

ანჯელო მოლტენი ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო. საუბარია ადამიანზე, რომელსაც უდიდესი სამეწარმეო სულისკვეთება ჰქონდა. მისი ცხოვრება ერთგვარად მისივე ფესვებიდან გამომდინარეობდა – მან ხის სიყვარული ბავშვობიდან შეიყვარა. სწორედ ბიძამისის სახელოსნოში შეისწავლა დურგლობა და ბოლოს ხელოსანიც გახდა.

1934 წელს ამბიციურმა ახალგაზრდა მწარმოებელმა საკუთარი რეწვის სახელოსნო მოაწყო, რომელიც მდებარეობს მონზასა და ბრიანცას პროვინციაში, ეს არის რეგიონი, რომელიც ცნობილია აქ დამზადებული ხარისხიანი ავეჯით.

ანჯელოს რეპუტაციის წყალობით, რომელიც მაღალი ხარისხის ნაწარმებს ქმნიდა, ბიზნესი სტაბილურად იზრდებოდა. 1947 წლისთვის “Arredamenti di Angelo Molteni” (ანჯელო მოლტენის ავეჯი) ნაკლებად იყო საამქრო, უფრო მეტად ის ქარხანა იყო, სადაც 60 – ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა – თუმცა, ხელოსნობა და ხარისხი კვლავ უპირველეს პრინციპად რჩებოდა.

1947 წ, მოლტენის მიერ დასაქმებული ხალხი

ომისშემდგომ პერიოდში იტალიელები ცხოვრებას ნულიდან იწყებდნენ და ავეჯზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის საპასუხოდ, ანჯელომ დაიწყო ნაჭრების წარმოება არამარტო შეკვეთით, არამედ საწყობში შესანახად.

1955 წელს მოლტენმა შვეიცარიელ დიზაინერ ვერნერ ბლასერს სთხოვა კოლაბორაციით უჯრებიანი კომოდი შეექმნათ. კომოდს მომავალში პრესტიჟული პრიზი მიენიჭა. მოლტენი ნელ-ნელა თანამედროვე დიზაინის პიონერად იქცა, რომელიც იმ დროისთვის უახლეს ინოვაციებს და ტექნიკას ნერგავდა, ხოლო საკუთარ ღირებულებებს არასოდეს კარგავდა.

1955წ, მოლტენის მიერ გამოშვებული უჯრებიანი კომოდი ვერნერ ბლასერის დიზაინით

მაგრამ ანჯელოს ხედვა მალე გასცდა საკუთარ ბრენდს. 1961 წელს იგი შეუერთდა რამდენიმე სხვა მწარმოებელს Salone del Mobile-ის დასაარსებლად, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ავეჯის გამოფენაა და ინდუსტრიაში ძალიან დიდი მოვლენაა.

ავეჯის ბაზრობა 12 იტალიური ბრენდის, მათ შორის Molteni & C-ის ინიციატივა იყო.

2009 წელს, Molteni & C გაეცნო Gio Ponti-ს არქივს და რამდენიმე წლის კვლევისა და დამუშავების შემდეგ, 2012 წელს გამოუშვა იტალიელი დიზაინერის საკვანძო ნიმუშების კოლექცია. მასში შედის D.555.1 პატარა მაგიდა და D.655.1 ბუფეტი, რომლითაც პონტის შედევრები ახალმა თაობამ გაიცნო.

დღესდღეობით ბრენდს მართავს კარლო მოლტენი (ანჯელოს შვილი), ხოლო 2016 წლიდან შემოქმედებითი მიმართულება ეკუთვნის ბელგიელ დიზაინერსა და არქიტექტორს – ვინსენტ ვან დუისენს, რომლის ელეგანტური მინიმალიზმი ყველაფერს ამშვენებს.

დიზაინისა და მხატვრობის ზღვარზე – მაკა ჯიშკარიანის ფილოსოფია

Ketelhuis Residence – სახლად გადაკეთებული ინდუსტრიული სივრცე