ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მატულობს ჯადოსნური განწყობა. ქალაქში დეკემბრის დასაწყისშივე გამოჩნდა რამდენიმე გამორჩეული ვიტრინა თუ ინტერიერი, რომელიც საოცრად გემოვნებიანი, ნაფიქრი და მართლაც რომ ჯადოსნურია. ქუჩაში სეირნობისას შეუძლებელია არ შეამჩნიოთ ერთ-ერთი მათგანი. ეს არის ფალიაშვილის 23 ნომერში მდებარე ზღაპრულად მორთული ფანჯრები, რომლებიც ნებისმიერი მნახველის ყურადღებას იქცევს და მასში აღფრთოვანებას იწვევს. სადღესასწაულო ბურთები და საახალწლო დეკორაცია გარედანვე იზიდავს გამვლელს და მაღაზიაში შესვლისკენ უბიძგებს მას. სწორედ ასეთი განსაკუთრებული ვიტრინები ქმნიან საახალწლო ხასიათსა და ნერგავენ ტრადიციას, რომ როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ჩვენს ქალაქშიც არსებობდეს გამორჩეული, სადღესასწაულოდ მორთული ფასადი თუ შიდა სივრცე.
ახალი წელი ნებისმიერი ადამიანისათვის სიხარულისა და დადებითი ემოციების გამომწვევი დღეა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას ბავშვებისთვის აქვს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან სასწაულების ახდენასა და უამრავ საჩუქარს.
ადგილი, სადაც თქვენი პატარების ნებისმიერი სურვილის ასრულება შეგიძლიათ, პირველი საბავშვო კონცეპტუალური მაღაზია MON CHOU-ა, რომელიც არაერთ პოპულარულ და ტრენდულ ბრენდს აერთიანებს და მომხმარებელს ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს. აქ თქვენ შეხვდებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიდ ასორტიმენტს, სათამაშოებს, ჭურჭელს, ბავშვთა მოვლის საშუალებებს, თეთრეულს და უამრავ საჭირო ნივთსა თუ აქსესუარს, რომლებიც თქვენი პატარების ცხოვრებას გააფერადებს.
მაღაზია არა მარტო პროდუქციის ხარისხზე, არამედ დაუვიწყარი გარემოს შექმნაზეც ზრუნავს, რომელიც ნებისმიერ სტუმარს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ულამაზეს და შთაბეჭდილებებით აღსავსე სამყაროში ამყოფებს და მათ ფანტაზიებს ფრთებს შეასხამს.
სადღესასწაულო მორთულობამ კიდევ უფრო მეტი ჯადოსნობა შემატა ამ სივრცეს, თითქოს ყველაფერი ზღაპრული სამყაროდან, რეალობად არის ქცეული. ულამაზესი ნაძვის ხე, წითელ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი სათამაშოები, განათება და ფერადი ბურთები, მეტ მიმზიდველობასა და გრანდიოზულობას სძენს თქვენი შვილებისათვის გამორჩეულ ადგილს, დიდებს კი ბავშვობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.
მაღაზიის ვიტრინისა და შოურუმის საახალწლო მორთვის კონცეფციაზე დამფუძნებელთან – მარიკა ვახტანგიშვილთან და გუნდთან ერთად, დოდოშკა ჩხეიძემ, დიზაინ სტუდია “DODO Designs”-მა იზრუნა. დეკორი ნამდვილად შთამბეჭდავია დღეც და ღამეც, განსაკუთრებით საახალწლო განათებებისას. ის არა მხოლოდ თანამშრომლებისა და მომხმარებლების, არამედ მთელი ქუჩის საახალწლო განწყობას ქმნის.
ფოტოგრაფი: ნინჩო ჯეირანაშვილი