“მონოლით ჯგუფი” მომხმარებელს უნიკალურ შანსს სთავაზობს და თბილისის ისტორიულ უბანში, “მონოლით გრინ სითიში” ბინის შეძენის შემთხვევაში საქართველო-ჩეხეთის თამაშზე დასწრებას ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზებაში შედის ორ კაციანი საგზური – უშუალოდ თამაშზე დასასწრები ბილეთი, ასევე ფრენა თბილისიდან და სასტუმროს ხარჯები, რომლებსაც კომპანია სრულად საკუთარ თავზე აიღებს.
მონოლით ჯგუფის მასშტაბური პროექტი “მონოლით გრინ სითი” – ახალი, თანამედროვე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ორთაჭალაში შენდება.
კომპლექსი ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს და მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. პროექტის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველობილიკები, სპორტული მოედნები, აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი, სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე და დენდროლოგიური ბაღი. ბინები გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
აღსანიშნავია, რომ “მონოლით გრინ სითიში” ბინების ფასი 1020$-დან იწყება და შიდა უპროცენტო განვადება საფეხბურთო აქციის ფარგლებშიც მოქმედებს.
[R]