in

მონოქრომული გამით შექმნილი ინტერიერი შვედეთში

Banner M2
Banner M2

ეს პატარა ბინა შვედეთში, გეტებორგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის VII სართულზე მდებარეობს. შენობა ძველად მუყაოს ქარხანას ეკუთვნოდა, თუმცა ის ახლახანს გადაკეთდა და მასში ლოფტის სტილის საცხოვრებლები მოეწყო. სახლი საკმაოდ პატარაა და მისი საერთო ფართობი მხოლოდ 40 კვადრატული მეტრია, თუმცა აქვს საკმაოდ მაღალი ჭერი, ნათელი და გაშლილი სივრცეები და დახვეწილი ესთეტიკა.

ბინაში მკაფიოდ იგრძნობა სკანდინავიური სტილი, რომელიც კარგად გამოიხატება ფერების ბალანსსა და მცენარეების სიმრავლეშიც. ბუნებრივი მასალის სიუხვე მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. მისაღების ნაწილი მდიდარია კედლის ნახატებითა და კერამიკული ნივთებით. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ნივთების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მათი სწორი განაწილება იწვევს იმას, რომ ინტერიერი ძალიან მოწესრიგებულად და კომფორტულად გამოიყურება.

სამზარეულო მისაღების სივრცესთან არის გაერთიანებული და რამდენიმე საფეხურით ქვემოთ მდებარეობს. ამ ორ ოთახში ვხვდებით დიდ ფანჯარებს, რაც სახლში ბუნებრივი სინათლის უხვ რაოდენობას უზრუნველყოფს და სივრცეს ვიზუალურად ადიდებს. სამზარეულო თანამედროვე ავეჯითაა აღჭურვილი. მიუხედავად სივრცის სიმცირისა, აქცენტები ნივთების ფუნქციურობაზეა გაკეთებული და ბინა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ნებისმიერი ზომის სივრცის მოწყობა შესაბამისი ფერების შერჩევითა და ბალანსის შექმნით.

საძინებლის ნაწილზე ინტერიერის დიზაინერებმა იზრუნეს და გადაწყვიტეს, სივრცე მაქსიმალურად მცირე, თუმცა კომფორტზე ორიენტირებული ყოფილიყო. სახლის ამ ნაწილში ყველაზე უკეთ იგრძნობა ბუნებრივი ქსოვილების სიმრავლეც. დამატებით ხიბლს ქმნის ხალიჩის მუქი ტონიც, რაც სახლის ზოგად ხასიათს შესანიშნავად ერგება.

აბაზანა თანამედროვე სტილის სადა კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული. თანამედროვე ავეჯი და აღჭურვილობა სივრცეში ელეგანტურ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის. სასიამოვნო კონტრასტის შესაქმნელად კი გამოყენებულია ბუნებრივი ქსოვილები და მცენარეები, რაც სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელია.

7 რჩევა კომფორტული საოფისე სივრცის შესაქმნელად სახლში

თუნუქის სახურავი — ყველაფერი, რაც გადახურვის ამ მეთოდზე უნდა იცოდეთ