in

მონსტერა — სასარგებლო რჩევები მცენარის მოსავლელად

მონსტერა მექსიკის, გვატემალას, კოსტა რიკისა და პანამის ტროპიკულ ტყეებში იზრდება. მცენარე გამოირჩევა გულის ფორმის დიდი მუქი მწვანე ფოთლებით, რომლებზეც დროთა განმავლობაში სიმეტრიული ნაპრალები წარმოიქმნება. სახლის პირობებში მონსტერა იშვიათად ყვავის. მისი ნაყოფი კონუსური ფორმისაა, გემოთი კი ანანასისა და ბანანის კომბინაციას მოგაგონებთ. თუმცა მისი მირთმევა არ არის რეკომენდებული, რადგან მოუმწიფებელმა ხილმა შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მოვლის ძირითადი წესები

მოვლის თვალსაზრისით, მონსტერა საკმაოდ უპრეტენზიოა. სახლის პირობებში ის სიმაღლეში სამ მეტრამდე იზრდება, ამიტომ ღეროებს დამატებითი გამაგრება სჭირდება. მცენარეს უყვარს ნაწილობრივი ჩრდილი და ოთახის ტემპერატურა. მზის პირდაპირმა შუქმა შეიძლება ფოთლებზე დამწვრობის კვალი დატოვოს. თუ ტემპერატურა ძალიან დაბალია, მათზე ყავისფერი ლაქები ჩნდება. წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, მონსტერა უფრო დიდ ქოთანში უნდა გადარგოთ.

ნიადაგი და მორწყვა

მონსტერას საუკეთესოდ შეეფერება ნიადაგი, რომელსაც ტორფი აქვს დამატებული. მცენარეს ასევე სჭირდება კარგი დრენაჟი, ამიტომ ქოთნის ძირი გაფართოებული თიხის ფენით უნდა დაიფაროს. ზაფხულში მცენარეს კვირაში ერთხელ რწყავენ, ზამთარში კი — ორ კვირაში ერთხელ. მონსტერას ტენიანი ჰაერი უყვარს, ამიტომ ფოთლებს წყალი რეგულარულად უნდა შეასხუროთ და დროდადრო მტვერი მოაშოროთ. მცენარე არა უმეტეს ორ თვეში ერთხელ უნდა გაანაყოფიეროთ.

გამრავლება

მონსტერას გამრავლება ადვილად შეიძლება კენწეროს კალმის (ხეხილის ახლად ამონაყარი, დასამყნობი რტო) მოჭრის საშუალებით. მცენარეს კენწეროს კალამი მოაჭერით, მოათავსეთ წყალში და დაელოდეთ, სანამ ფესვებს გამოიღებს. კიდევ ერთი ვარიანტი ღეროს კალმის მოჭრაა. აიღეთ ღეროს ფრაგმენტი არანაკლებ ორი კვირტით და მოათავსეთ მიწიან კონტეინერში ისე, რომ ერთ-ერთი კვირტი ნიადაგს შეეხოს. შემდეგ კალამი უნდა დაიფაროს ფირით და პერიოდულად მოირწყას ფესვებისა და პირველი ფოთლის გამოჩენამდე.

გარეკანის ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი, ვილა წყნეთში

ჰოლანდიური ფერმის სახლის ტრანსფორმაცია — Wenink Holtkamp Architecten-ის პროექტი

მხატვრობითა და ქანდაკების სიყვარულით დაწყებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ კახაბერ იმედაშვილთან