in

გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ფილები – Mosaicomicro

დღესდღეობით სოციალური პასუხისმგებლობა ბევრი კომპანიის მთავარ მიმართულებადაა ქცეული. ეს ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც დიზაინის სფეროში მოღვაწეობენ. ამის კარგი მაგალითია იტალიური ბრენდი Mosaicomicro, რომელიც ნარჩენი CRT მონიტორებიდან მიღებულ მინას გარდაიქმნება ძვირფას მოზაიკად.

Mosaicomicro-ს მიერ წამოწყებულმა ინოვაციის მნიშვნელოვანმა გზამ გააერთიანა ხელოსნობა და სამრეწველო წარმოება მაღალი ესთეტიკური, ტექნიკური და კულტურული ღირებულების მქონე პროდუქტების მისაღებად. შედეგად, დღესდღეობით Mosaicomicro არის ეკოლოგიურად მდგრადი ბრენდი, რომელიც ქმნის სრულიად ახალ ესთეტიკას, ხელს უწყობს გამოხატვის ახალი გზების პოპულარიზაციას და პრიორიტეტს ანიჭებს ურთიერთობას ადამიანსა და გარემოს შორის.

Micro 6 – Mosaicomicro

როგორ იქმნება Mosaicomicro-ს ფილები?

გადაყრილი ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანებიდან წვრილად დაფხვნილი შუშა ერევა წყალში და შემდეგ იკუმშება პატარა ფორმებში. თითოეული პატარა მოზაიკის ფილა ხასიათდება ხავერდოვანი ბზინვარებით, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან და სპეციალური წარმოების პროცესი თითოეულ მოზაიკის ფურცელს ინდივიდუალურ და განსხვავებულს ხდის. ფილების იერი იძლევა ხელოსნის “ხელით დამზადებულ” შეგრძნებას, რომელიც ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი მასობრივი წარმოების ფილები.

ფერი არის კიდევ ერთი ცვლადი, რომელიც მატებს ბრენდის პროდუქტს უნიკალურ, ხელნაკეთ შეგრძნებას. შუშის ფილები გვხვდება როგორც წითელი, ისე ლურჯი, ნაცრისფერი და შავი ფერის სხვადასხვა გრადაციაში და ეს მდიდარი დინამიკა ქმნის ბევრად უფრო ჭრელ, ნაკლებად ერთფეროვან იერს. ერთად შეკრებისას, მოზაიკის ფურცლებს შეუძლიათ დაფარონ როგორც ბლანტი, ასევე მრუდი სივრცეები. ისინი შესაფერისია როგორც ინტერიერისთვის, ისე ექსტერიერისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ფილა არის 6x6mm x3mm სისქის, რომლებიც შემდგომ 300×300მმ მასშტაბზე ქმნიან საერთო სურათს.

Mosaicomicro დღესდღეობით Nerosicilia-ს ქვებრენდია. ის ქმნის ყოველთვის განსხვავებულ, უნიკალურ და განუმეორებელ პროდუქტს და, რაც მთავარია, ქმნის სრულიად ახალი მასალით. ალბათ, ამიტომაცაა, რომ იგი ერთ-ერთი რჩეული ბრენდია საერთაშორისო ბაზარზე.

ბევრი ფერით გაცოცხლებული სახლი მარუხის გმირების ქუჩაზე

როგორ შევმატოთ პარიზული იერი ინტერიერს თეთრი და შავი ფერებით?