in

„Mosaics“-ი — პრემიუმ-კლასის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად

რემონტის მიმდინარეობისას და ინტერიერის მოწყობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხი და დიზაინია. სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს სივრცის მდგრადობასა და იერსახეს, ამიტომ  მასალების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე დიდი არჩევანია, გამორჩეული ადგილი უჭირავს სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების პრემიუმ-კლასის შოურუმ „Mosaics“-ს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ექსკლუზიური ევროპული ბრენდების თანამედროვე, ელეგანტურ, კლასიკურ და მინიმალისტურ პროდუქციას.

კომპანია ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა მას უკვე 1500-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და მომხმარებლის დიდი სანდოობითა და კმაყოფილებით სარგებლობს. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სიახლისა და ინოვაციის დანერგვა, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, ქართველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს განახლებული კოლექციები, მსოფლიოს თანამედროვე ტრენდები და გამორჩეული პროდუქცია.  აქედან გამომდინარე, „Mosaics“-ის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, განსხვავებული და ინოვატორი კომპანიის სტატუსის მუდმივად  შენარჩუნება.

მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მომსახურების მაღალი სტანდარტი ის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც „Mosaics“-ს სხვებისგან გამოარჩევს. კომპანიაში თითოეულ მომხმარებელს  პირადი გაყიდვების მენეჯერი ემსახურება, რომელიც მას სრულ მომსახურებას უწევს და პროდუქტის შერჩევაში ეხმარება. შოურუმში წარმოდგენილი მოდელები კი ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის ადამიანს აკმაყოფილებს და მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს, მათ შორის მინიმალისტურ, კლასიკურ, თანამედროვე, ვინტაჟურ, ავანგარდული სტილის კერამიკულ ფილებს, დიზაინერულ ფერად რადიატორებს, ბუნებრივი ქვის ფაქტურებს, დეკორატიულ  „Art walls“-სა თუ სანიტარულ კერამიკას.

ბრენდი კომფორტსა და მყუდროებას უქმნის არა მარტო ნებისმიერ სტუმარსა თუ მყიდველს, არამედ დიზაინერებსა და არქიტექტორებსაც და მათ უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს. შოურუმში გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, ერთგვარ “ლაუნჯსივრცეში,” არქიტექტორებსა და დიზაინერებს საკუთარ პროექტებზე მუშაობა და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა შეუძლიათ.

Mosaics“-ში შესაძლებელია ისეთი მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტის შეძენა, როგორებიცაა „ABK Group“, „41ZERO42“, „Emilgroup“, „Daniel“, „Globo“„Irsap“ და სხვა. ყველა მოდელი ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებითაა დამზადებული და ხარისხით, მდგრადობითა და უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ პროდუქტს თავის კატეგორიაში ინდივიდუალიზმი, მიმზიდველი დიზაინი და ფერადოვნება გამოარჩევს, რადგან უმეტესობა მათგანი ევროპის წამყვანი დიზაინერების მიერაა შექმნილი.

ამგვარად, პრემიუმ-კლასის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „Mosaics“-ი, ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან საკმაოდ გამორჩეულია. უმაღლესი ხარისხი, ინდივიდუალური და ორიგინალური დიზაინი, თამამი, ფერადი მოდელები, დამუშავებისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი და პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სერვისი – ეს ის დეტალებია, რაც „Mosaics“-ს მოწინავე ადგილს უნარჩუნებს და მის მზარდ პოპულარობას განაპირობებს.

 

[R]

სად შევიძინო ბენჩი? – 7 ადგილი თბილისში

„მაქსთერმის“ ორგანიზებით ქართველი დიზაინერებისთვის იტალიაში საინფორმაციო ტური მოეწყო