კომპანია „Mosaics“-ი ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციითა და მაღალი სანდოობით გამოირჩევა. მომხმარებელს სთავაზობს მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს და ექსკლუზიური ევროპული ბრენდებს საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის.
„Mosaics“-ში წარმოდგენილი პროდუქცია – კერამიკული ფილები, დიდი ზომის ქვის ფაქტურის ფილები, დიზაინერული რადიატორები, სანიტარული კერამიკა, შემრევები და საშხაპე სისტემები ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის მომხმარებელს სრულად დააკმაყოფილებს იქნება ეს კლასიკური, თანამედროვე თუ ვინტაჟური. კომფორტული მომსახურების სერვისით კი იდეალურ პირობებს უქმნის ნებისმიერ სტუმარს.
“Mosaics“-ს სულ ცოტა ხნის წინ ავეჯის მიმართულებაც დაემატა —„Italia Lounge“-ი რბილი ავეჯის ხაზით და „Di Lazzaro“-ს მაგიდებისა და სკამების მიმართულებთ, რომლებიც უმაღლესი ხარისხითა და განსაკუთრებული დიზაინითაა გამორჩეული.
იტალიური რბილი ავეჯის მწარმოებელი ბრენდი „Italia Lounge“-ი მსოფლიო ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. კომპანია მრავალწლიანი, მაღალი სტანდარტის მქონე პროფესიული გამოცდილებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფართოდ აღიარებულია. ოსტატობა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და დიზაინი — ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „Italia Lounge“-ი აერთიანებს.
ეკოლოგიურად სუფთა მასალები სიმტკიცითა და მაღალი ხარისხით ხასიათდება, რომელიც მომხმარებელს მოსახერხებელ, მყუდრო და ესთეტიკურად დახვეწილი გარემოს შექმნაში ეხმარება. ქსოვილები ელეგანტურობით, კომფორტულობითა და გამძლეობით გამოირჩევა, რომელიც ცნობილი იტალიური ტექსტილის მწარმოებლების მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მზადდება, რაც უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას იძლევა.
გარეგნული მახასიათებლები ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ავეჯი თანამედროვე, მრავალფეროვანი, დეტალებზე ორიენტირებული დიზაინითაა ცნობილი, რომელშიც განსხვავებული სტილი გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე „Italia Lounge“-ი კიდევ ერთი უპირატესობით სარგებლობს და მაღალი ხარისხის ქსოვილთან და დახვეწილ ფორმებთან ერთად, შიგთავსითაც გამოირჩევა. ბატის ბუმბულის გამოყენებით ბრენდი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
ასევე, იტალიური, თანამედროვე ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა „Di Lazzaro“, რომელმაც მოღვაწეობა 65 წლის წინ დაიწყო. ბრენდს, თავდაპირველად, საოჯახო ტიპის ბიზნესის სახე ჰქონდა და არტიზანული მიმართულებით მუშაობდა, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა სერიული წარმოებისთვის მიემართა. დღეს კი მსოფლიოში, ძირითადად, მაგიდებისა და სკამების დამზადებითაა ცნობილი. ამასთანავე, პროდუქცია მისაღები ოთახის ელემენტებსაც აერთიანებს.
„Di Lazzaro“-ს კოლექციები არჩევანის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბრენდის მუშაობის მეთოდოლოგია თანამედროვე სტანდარტებს ერგება და მომხმარებელთა კმაყოფილებასა და კომფორტს ეფუძნება. შედეგად, კომპანია მაღალი ხარისხის, მდგრად, დახვეწილ, ფუნქციურ და მოსახერხებელ მოდელებს ქმნის, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურობას აუმჯობესებს.
აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ პროდუქცია 100%-ით იტალიურია. კონცეფციის შემუშავება, წარმოება, ხარისხის კონტროლი სრულად იტალიაში ხორციელდება, რაც მაღალი სტანდარტების გარანტიას იძლევა და თითოეულ მოდელში იტალიური დიზაინის მახასიათებლები და უნიკალურობა მკვეთრად აღიქმება.
ორი მნიშვნელოვანი იტალიური ბრენდის პროდუქტების შეძენა ამჟამად უკვე საქართველოშიც, „Mosaics“-ის შოურუმშია შესაძლებელი, რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხარისხიანი, მსოფლიოში აღიარებული იტალიური დიზაინისა და ესთეტიკის გამორჩეული ავეჯის ხაზი კომფორტულად და მარტივად უკვე ადგილობრივ ბაზარზეც შეიძინოს.