in

“მოსიარულე” შენობა შანხაიში – როგორ შეუცვალეს ჩინელებმა ნაგებობას ადგილმდებარეობა

Alliance Group
Alliance Group

შანხაის ხელისუფლებამ გამოიყენა უნიკალური ტექნოლოგია იმისთვის, რომ 3800 ტონა წონის მქონე სკოლის შენობა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაეტანათ. ჩინელები ამ ინოვაციურ მეთოდს „მოსიარულე მანქანას“ უწოდებენ. შანხაის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ უცნაურ სანახაობას წააწყდნენ, ამბობენ, რომ მათთვის მსგავსი მოვლენები ჩვეულ ნორმადაც კი იქცა. ამ შემთხვევაში არქიტექტორებს სურდათ, შეენარჩუნებინათ ისტორიული სტრუქტურები იმის ფონზე, რომ ისინი მუდმივად აახლებდნენ ქალაქს ახალი პროექტებით, რის გამოც გადაწყვიტეს ძველი სკოლისთვის ახალი ადგილმდებარეობა მიენიჭებინათ.

ჰუანგპუს რაიონის ადგილობრივი მმართველობის თანახმად, სკოლა 1935 წელს შანხაის ყოფილი მუნიციპალური გამგეობის მიერ ჩინელი არქიტექტორების დახმარებით აშენდა. ამჟამად იგი განახლებას ექვემდებარება, რათა მის ნაცვლად კომერციული და საოფისე კომპლექსი შეიქმნას, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

სკოლას 200-მდე საყრდენი დაუმაგრდა, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც “რობოტის ფეხები”. ისინი მუშაობის პროცესში ორ ჯგუფად იყოფიან და მონაცვლეობით იცვლიან ადგილებს ზემო და ქვედა ნაწილებში, საბოლოო ჯამში კი ადამიანის სიარულის იმიტაციას ახდენენ. მიმაგრებული სენსორები აკონტროლებენ თუ როგორ მიიწევს შენობა წინ. მსგავსი ტექნოლოგია კომპანია Shanghai Evolution Shift-მა 2018 წელს შეიმუშავა.

სკოლის დაზიანების გარეშე გადასატანად, პირველ რიგში, შენობის ირგვლივ გათხრა გათხრა საჭირო, რათა საყრდენების დამონტაჟება ყოფილიყო შესაძლებელი. 18 დღის განმავლობაში შენობა შემოტრიალდა 21 გრადუსით და გადაადგილდა 62 მეტრის მანძილზე. მიუხედავად დაგეგმილი ცვლილებებისა, იგი გახდა მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული განათლების ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი პირველი რეალური შემთხვევაა, როდესაც ჩინელებმა ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს და შენობა გადააადგილეს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ადგილობრივების შეშფოთებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის სწრაფმა მოდერნიზაციამ მრავალი ისტორიული შენობა გაანადგურა ცათამბჯენებისა და საოფისე კომპლექსების ასაშენებლად, რის გამოც გაიზარდა არქიტექტურული მემკვიდრეობის დაკარგვის რისკი.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

რა მთავარი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ აბაზანის ჭერის შერჩევისას?

Project Folie – პირველი ქართული კომპანია, რომელიც რემონტის და დეკორატიული ლესვის საკუთარი ხელით შესრულებას გასწავლით