in

როგორ მოვუაროთ ჩასაშენებელი ქურის ზედაპირს? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

ჩასაშენებელი ქურა საკმაოდ პოპულარულია მისი დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციების წყალობით, თუმცა მისი მოვლა საკმაოდ რთული პროცედურაა და სხვადასხვა მასალას გაწმენდისა და მოვლის სხვადასხვა მეთოდები სჭირდება. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური მეთოდის შესახებ, რომელიც თქვენს ქურას ბზინვარებას და თავდაპირველ იერს შეუნარჩუნებს.

რა შემთხვევაში წარმოიქმნება ლაქები ქურის ზედაპირზე?

სანამ უშუალოდ დასუფთავების პროცესზე გადავალთ და გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რათა ქურაზე უეცრად გაჩენილი ლაქები თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია გავარკვიოთ რატომ ჩნდება ისინი. ეს შეიძლება გამოიწვიოს ცხიმმა, საკვების ნარჩენებმა, ჭურჭლის ნაწილაკებმა, მაგალითად ქვაბის ან ტაფის პლასტმასის დამწვარმა ნაწილმა და სხვა ფაქტორებმა.

ლაქები წარმოიქმნება მაშინაც, როდესაც სპილენძის ან ალუმინის ტაფასა და ქვაბს ქურაზე დიდი ხნის განმავლობაში ტოვებთ, რადგან მათ ძირებზე ხშირადაა მიმწვარი ნაწილაკები, რომლებიც ჭურჭელს შორდება და ქურის ზედაპირზე გადადის. გაითვალისწინეთ, რომ პლასტმასის ნარჩენები შეიძლება მოშორდეს მხოლოდ სრული გამკვრივების შემდეგ. ამისათვის დაელოდეთ სანამ ქურა კარგად გაცივდება და გამოიყენეთ სპეციალური საფხეკი.

როგორ გავწმინდოთ ჩასაშენებელი ქურა ლაქებისა და დამწვარი ნაწილაკებისგან?

რეგულარული საწმენდი საშუალებები დაგეხმარებათ ტექნიკის ყოველდღიურად გაწმენდაში, თუმცა არსებობს რამდენიმე ეფექტური და შედარებით მარტივი მეთოდიც იმ შემთხვევაში, თუ სახლში სპეციალური სარეცხი და საწმენდი საშუალებები არ მოგეპოვებათ. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში გამოიყენეთ საფხეკები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად მინა-კერამიკული ზედაპირებისთვის.

საპნის ხსნარს შეუძლია გაუმკლავდეს მსუბუქ ლაქებს, რომლებიც შედარებით ახალია. საპონი წყალში უნდა გააზავოთ მანამ, სანამ მდგრად ქაფს არ მიიღებთ, შემდეგ შეგიძლიათ მისი ქურის ზედაპირზე წასმა. 10-15 წუთის შემდეგ ქურა გაასუფთავეთ სუფთა და რბილი ქსოვილით.

კბილის პასტა, რომელსაც აქვს მათეთრებელი ეფექტი, კარგად უმკლავდება ნახშირბადის ნაწილაკებს. პასტის თხელი ფენა წაუსვით უშუალოდ ლაქაზე და დაელოდეთ სანამ კარგად არ გახმება, ბოლოს კი მოაშორეთ საფხეკის დახმარებით.

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ჩასაშენებელი ქურის გამოყენების პროცესში?

არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც თავდაპირველად გამიზნული იყო ღუმელში ცხიმისა და ჭვარტლის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შემადგენლობაში შემავალ აგრესიულ კომპონენტებს შეუძლიათ დააზიანონ მინა-კერამიკული ზედაპირი ისე რომ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდეს.

ამის ნაცვლად შეგიძლიათ სილიკონის ან მინის საწმენდი საშუალებების შემცველი სპეციალური პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ზედაპირის ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებას. ელექტრო ქურის შემთხვევაში, ქვაბი, ტაფა ან სხვა რაიმე ჭურჭელი ქურაზე მის ჩართვამდე მოათავსეთ, რადგან ტემპერატურის უეცარი ცვლილების გამო შეიძლება ზედაპირმა დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალოს.

ამას გარდა, ქურის ზედაპირზე არ მოათავსოთ სველი ძირის მქონე ჭურჭელი, რადგან ეს გამოიწვევს წყლის სწრაფად გაცხელებასა და აორთქლებას, ორთქლი კი ქურის ზედაპირზე თეთრი ლაქების სახით დარჩება.

ჩასაშენებელი ქურის გაწმენდა საკმაოდ რთულია, ლაქები შეიძლება იმდენად სერიოზული აღმოჩნდეს, რომ მათი გაქრობა შეუძლებელიც კი გახდეს, ასე რომ სჯობს ზედაპირის სისუფთავეზე ყოველდღიურად იზრუნოთ, რათა მაქსიმალურად შეამციროთ რთული ლაქების მოშორების საჭიროება.

„ვისურვებ და ავისრულებ” – საახალწლო კამპანია „დომუსისგან”, რომელიც სურვილებს აგისრულებთ

ხეებით გარშემორტყმული სახლი სინგაპურში – Guz Architects-ის პროექტი