in

ღია გეგმარირების მქონე მყუდრო ბინა სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

ეს პატარა ბინა სტოკჰოლმის ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს, მაგრამ მისი მყუდრო ინტერიერი ქმნის წყნარ და მშვიდ გარემოს. ბინის საერთო ფართობი 49 კვადრატული მეტრია და მის გასარემონტებლად და მოსაწყობად მეპატრონეს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რადგან სურდა, რომ საცხოვრებელი მრავალმხრივი და ფერებით დაბალანსებული ყოფილიყო, ჰქონოდა ჰარმონიული გარემო და მორგებოდა თანამედროვე ინტერიერის სტანდარტებს.

მისაღები და სამზარეულო ოთახები თავდაპირველად გამიჯნული იყო, თუმცა მოგვიანებით გაიხსნა და შედეგად, უფრო დიდი ზომის სივრცე შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული, შვედური ფილებით მოპირკეთებული ბუხრით, რომელიც ოთახს ხასიათსა და სითბოს ანიჭებს.

კედლები შეღებილია ნაზ ვარდისფერ ფერში და ნაცრისფერი ელფერები დაჰყვება.

მყუდრო საკითხავი კუთხე ბუხართან შექმნილია მწვანე ხავერდოვანი სკამით, რომელიც IKEA-ს კოლექციიდანაა და STRANDMON-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო იატაკის სანათი ჯოზეფ ფრანკს ეკუთვნის.

ღია განლაგების წყალობით, სასადილო მაგიდისთვის გამოყოფილი ადგილი საკმაოდ დიდია.

სამზარეულო მარტივად არის მოწყობილი. აქ თეთრი ავეჯი და გრანიტის სამუშაო ზედაპირი გვხვდება.

მისაღები ოთახიდან მყუდრო საძინებელში მოხვედრაა შესაძლებელი, სადაც კედლები XVIII საუკუნის დიზაინით შთაგონებული თეთრი და ლურჯი შპალერის ნიმუშითაა გაფორმებული.

საინტერესოა დერეფნის ზონაც, რომელიც თბილ ატმისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და სივრცეს გამორჩეულ იერს სძენს.

5 მთავარი შეცდომა, რომელსაც შემოსასვლელი სივრცის მოწყობის დროს ვუშვებთ

2024 წლის მთავარი არქიტექტურული და დიზაინ ტენდენციები – „Material Editors“-ის გზამკვლევი