თბილისში არაერთი ბინა შეგვიძლია ვიპოვოთ, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციონალურობას, არამედ მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს აერთიანებს. მყუდროება არა მხოლოდ დიზაინ არჩევანია, არამედ ცხოვრების სტილიც – კარგად გააზრებული დეტალები, სათანადოდ შერჩეული მასალები და განათება სივრცეს სითბოსა და სიმშვიდეს მატებს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სამ გამორჩეულ ინტერიერს თბილისიდან, რომლებშიც განსხვავებული კონცეფციითა და დიზაინერული მიდგომით მყუდრო გარემო იქმნება.
კერძო სახლი თხინვალში
მარიამ სიჭინავას სახლი თხინვალში ერთგვარი ნოსტალგიური მოგონებაა – ტრადიციული ელემენტები, ხის ფაქტურები და ბუნებრივი განათება აქ განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. სივრცეში იგრძნობა ოჯახური სითბო, რომელიც დიზაინერმა მინიმალისტური დეტალებით გაამყარა. ინტერიერი ზუსტად იმ განწყობას ქმნის, რასაც ყველა ვეძებთ ჩვენს საცხოვრებელში – სიმშვიდეს, კომფორტს და სილამაზეს.
ბინა ვაკეში
ვაკეში მდებარე ეს ბინა იმ ადამიანებისთვისაა, ვინც თვლის, რომ მინიმალიზმი და მყუდროება ერთდროულად შესაძლებელია. დიზაინ სტუდია “აუკიმ” ინტერიერის შექმნისას ყურადღება გაამახვილა ბუნებრივ მასალებზე, რბილ ფერებზე და სტრუქტურულ ელემენტებზე, რომლებიც სივრცეს სიმყუდროვეს ანიჭებს. ინტერიერში ფერებისა და მასალების ჰარმონიული შეხამება ქმნის სასიამოვნო გარემოს, რომელიც ვიზუალური სიმარტივის მიუხედავად, ემოციურად დატვირთულია.
ბინა ბურჯანაძის ქუჩაზე
ხატია ცირგაიას მიერ შექმნილი ინტერიერი გამოირჩევა სითბოსა და სიმსუბუქის საოცარი ბალანსით. ხის ელემენტები, რბილი ავეჯი და ნეიტრალური პალიტრა ქმნის ინტიმურ და მყუდრო გარემოს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმშვიდის განცდას გვაძლევს. აქ სივრცის თითოეული დეტალი დაგეგმილია ისე, რომ არ იყოს გადატვირთული.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2