in

მსახიობ ლოის რობინსის ბინა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან

Banner M2
Banner M2

როდესაც კინოს, ტელევიზიისა და თეატრის მსახიობი — ლოის რობინსი და მისი ქმარი, ფინანსისტი ენდრიუ ზარო, პირველად გადავიდნენ ცენტრალური პარკის მიმდებარე ბინაში, ოცნების ადგილის შესახებ მათი ხედვა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო.

მხოლოდ სივრცის შესწავლის მიზნით წყვილი სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. „ვფიქრობ, ძალიან კარგია, როდესაც დიზაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სივრცეში ცხოვრება და მისი განცდა შეგიძლია“, – ამბობს რობინსი. „ერთი რამ აშკარა გახდა — ხედები ისეთი შთამბეჭდავია, რომ მინდოდა მათზე წვდომა ყველა ოთახს ჰქონოდა.” წყვილმა მოიწვია არქიტექტორი ანდრეა მირანდა, რათა მას სივრცე კიდევ უფრო გაეხსნა, ოთახები ბუნებრივი სინათლით ავსებულიყო და ხედებით ტკბობა ყველა ზონიდან გამხდარიყო შესაძლებელი.

ინტერიერის დიზაინისთვის მეპატრონეებმა მიმართეს ენტონი ინგრაოსა და რენდი კემპერს, რომლებითაც რობინსი დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული იყო. „ისინი ნამდვილად უსმენენ თავიანთ კლიენტებს — ნებას მაძლევენ პროექტში უზარმაზარი წვლილი შევიტანო“, ამბობს რობინსი.

წყვილის მიზანი იყო ყველა ოთახი ლამაზი, კომფორტული, მიმზიდველი და თბილი გამხდარიყო. უპირველესი იყო ადვილად გართობის შესაძლებლობის შექმნა, თუნდაც ასეთ მდიდრულ და ხელოვნების ნიმუშებით სავსე გარემოში. „მათ ძალიან მინიმალისტური სტილი არ მოსწონთ, სურთ, რომ თავი მდიდრულად იგრძნონ“ — განმარტავს კემპერი.

წყვილს ხელოვნების ნიმუშების იმდენად მდიდარი კოლექცია აქვს, რომ ბინის ერთგვარ გალერეად გადაქცევა დიდი ცდუნება იყო. „თითოეულ ოთახს ინდივიდუალურად ვეპყრობოდით და ფონის შექმნისას ხელოვნების კოლექცია სრულად არ გაგვითვალისწინებია“, – ამბობს კემპერი. „ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მაქსიმალურად ელეგანტურად მოვეკიდოთ ყველა ოთახს, რომელსაც ხელოვნება მხოლოდ ბზინვარებას შემატებს“.

კლიენტების შესახებ ინგრაო ამბობს: „მათ თავიდან უფრო ტრადიციული მიდგომა ჰქონდათ და ეს ნელ-ნელა შეიცვალა.” კემპერი კი განმარტავს: „რობინსის ინტერესი ოსტატთა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თანამედროვე ავეჯს ამზადებენ, გაიზარდა და ამან მისი ყურადღება უფრო აქტუალური სტილისკენ მიმართა. ლოისი მხიარული და ვნებიანი ადამიანია, უყვარს ხელოვნება, მუსიკა და დიზაინი. როდესაც უფრო თანამედროვე მიმართულებაზე გადასვლა გადავწყვიტეთ, იგი ამისთვის სრულიად მზად აღმოჩნდა”.

წყვილი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ბინის ირგვლივ არსებული გარემოთი: „მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ზამთარში სრიალებენ ან უბრალოდ Strawberry Fields-ში გაზონზე ისვენებენ. აქ თქვენ თავს გრძნობთ მანჰეტენის ნაწილად, თვალს ადევნებთ ადამიანებს და ეს საკმაოდ სანახაობრივია.”

12 კომპანია საქართველოში, რომლებიც რემონტზე თქვენ მაგივრად იზრუნებენ

ბინა გოგებაშვილის ქუჩაზე არტ-დეკოს ელემენტებით – თაკო სარიშვილის ინტერიერი