in

მშვიდი აპარტამენტი ტულუმში გამორჩეული დიზაინით

Banner M2
Banner M2

ტულუმის (მექსიკა) ყველაზე ცნობილ შენობაში — Altar Tulum-ში, შეგიძლიათ იპოვოთ ეს ლამაზი დიზაინის მქონე აპარტამენტი, რომელსაც ღია ფერები, ბუნებრივ მასალები და სკულპტურული ფორმები ამშვენებს.

აპარტამენტის დიზაინის ავტორები გახლავთ ედუარდო ვალდესი და ალექსანდრე ლანდსბერგი Terreo Studio-დან. თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, შეიძლება ეს პროექტი სივრცის მოსაწყობად თქვენთვის შთაგონების შესანიშნავ წყაროდ იქცეს. ბინას თავდაპირველად ერთი საძინებელი ჰქონდა, მაგრამ დიზაინერებმა მისაღებ ოთახში დამატებითი საძინებელიც მოაწყვეს. მათ შეძლეს შეექმნათ საერთო მისაღები და საძინებელი სივრცე, რომელიც ელეგანტური და ფუნქციონალურია. ამ ორი ზონის გამოსაყოფად ისეთი ბარიერები, როგორიცაა კედელი, ფარდა ან წიგნის კარადა, არ არსებობს. ამის ნაცვლად, საძინებელი ზონა ამაღლებულია, ხოლო მისაღები თითქოს „ჩაძირულია“. ჩაშენებული დივნიდან გარე სივრცის მომხიბლავი ხედები იშლება.

საწოლის გვერდით, გარდერობი დაფარულია კრემისფერი ფარდით, რომელიც, ამავდროულად, სივრცეს გარკვეულ ტექსტურას და სირბილეს მატებს.

საძინებელი ზონის განსაკუთრებულ მახასიათებელს წარმოადგენს კედლის თაღოვანი ჩაღრმავებები, რომლებიც ინტერიერს არქიტექტურულ ეფექტს სძენს. ისინი ასევე თაროს ფუნქციებსაც ითავსებს.

ოთახის მეორე მხარეს გვხვდება პატარა სამზარეულო. ხის კარადები ოთახს სითბოს მატებს. ამ აპარტამენტში შავი აქცენტის ფერია — მას სამზარეულოში, აბაზანაში და სხვადასხვა დეტალებში აღმოაჩენთ.

ეს ბინა დაპროექტებულია, როგორც შიდა/გარე საცხოვრებელი. მისაღებიდან და საძინებლიდან შეგიძლიათ გახვიდეთ კერძო იზოლირებულ, გამწვანებულ გარე სივრცეში, რომელსაც პატარა საცურაო აუზიც აქვს.

რაც შეეხება აბაზანას, ის პატარა, მინიმალისტური და ძალიან ელეგანტურია.

კომპანიები, რომლებიც თქვენი სახლის დალაგებაში დაგეხმარებათ – 7 დასუფთავების სერვიცი საქართველოდან

MM01 — გამჭვირვალე კაბინა საზღვაო კონტეინერის კონსტრუქციით