in

ფერთა 5 ყველაზე მშვიდი კომბინაცია სამზარეულოსთვის

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში სამზარეულო უფრო და უფრო მეტად ხდება ინტერიერის დიზაინის ცენტრი, ყველას სურს სახლის ეს ნაწილი მშვიდი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ხშირ შემთხვევაში სწორედ სამზარეულო არის ცენტრალური სივრცე, სადაც ოჯახი ყველაზე დიდ დროს ატარებს. ფუნქციურობის გარდა, სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ფერი, რომელიც მასში დომინირებს. ინტერიერის დიზაინერები გვიზიარებენ ფერთა რამდენიმე კომბინაციას, რომლებიც სამზარეულოს ბევრად უფრო მშვიდ, კომფორტულ და მყუდრო სივრცედ აქცევს.

თეთრი და კაკლისფერი 

შეიძლება ითქვას, რომ ეს კლასიკური შავ-თეთრის ალტერნატივაა, მაგრამ უფრო რბილი. შეცვალეთ სუფთა თეთრი უფრო რბილი და მშვიდი ტონით, ხოლო შავის სიმკვეთრე – თბილი, მუქი კაკლის ტონით – ამგვარად სივრცე დახვეწილ და დამამშვიდებელს ეფექტს მყისიერად შეიძენს. დამატებით, შესაძლებელია მარმარილოს ზედაპირების დამატება, რაც ოთახს ერთიან ატმოსფეროს შეუქმნის. კლასიკური თეთრი სამზარეულო გააზრებული დეტალებითა და აქცენტებით ნამდვილად შეიძლება ძალიან მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ დადასტურებულია, რომ ის საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენს ხასიათსა და განწყობაზე.

მუქი მწვანე და კრემისფერი 

როდესაც ადამიანს ფერებს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს, ის ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნებას ეძებს. სწორედ ამიტომ, სამზარეულოსთვის იდეალურია მუქი მწვანე ფერის შეხამება ისეთ ტონებთან, როგორიცაა, მაგალითად, კრემისფერი. ამ შემთხვევაში მწვანე აქცენტების დამატება გონივრულია საკუჭნაოსა და კარადების ნაწილში, ხოლო ერთიანობის გრძნობის გასაღვიძებლად შეღებეთ კედლები კრემისფრით, რომელიც სივრცეს მთლიანობაში მოიყვანს.

ფერთა ფსიქოლოგიაში მწვანე საკმაოდ პოპულარული ფერია და ის გამოირჩევა დამამშვიდებელი თვისებებით. ამას გარდა, ის ოთახს სიღრმეს და მიმზიდველ ელფერს მატებს.

ცისფერი და ნაცრისფერი

ცისფერი და ნაცრისფერი სამზარეულო საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული ტენდენციაა. ამგვარი ინტერიერი მშვიდად გამოიყურება, რადგან ცისფერიც, ისევე, როგორც მწვანე, ბუნებასთან კავშირის გრძნობას ქმნის. თუმცა, ამ ეფექტის მისაღწევად აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ტონი მაქსიმალურად თბილი და კომფორტულია და არ ჰგავს კლასიკურ ცივ ლურჯს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო დამღლელი და არაკომფორტული ხდება.

თეთრი და ღია ხისფერი

როდესაც საქმე მშვიდი ინტერიერის შექმნას ეხება, თეთრი და ბუნებრივი ფერების შეხამება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მეთოდია. ასეთი მიდგომა ქმნის მინიმალისტურ სამზარეულოს, რომელიც საინტერესოდ ინარჩუნებს ხასიათს და გამოკვეთს ოთახში არსებულ ტექსტურას. თეთრ კარადებთან შეხამებული მუხისფერი მაგიდა და ავეჯი სივრცეში ძალიან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის, რაც უზრუნველყოფს ერთიანობასა და ჰარმონიას.

თეთრი და ზეთისხილისფერი მწვანე

ზეთისხილისფერი სამზარეულოს პოპულარობა თანდათანობით იზღდება, რადგან ეს ტონი გამოირჩევა დამამშვიდებელი და სასიამოვნო თვისებებით. ამ ფერის შეხამებას კი ინტერიერის დიზაინერები თეთრ კედლებთან და დეკორაციებთან გვირჩევენ. ასეთი პალიტრა ძალიან მიმზიდველია როგორც ვიზუალურად, ასევე გონებისთვისაც და ქმნის შეკრულ და მშვიდ სამზარეულოს. ზეთისხილისფერი მწვანე შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ აქცენტების სახით, მაგალითად, სამზარეულოს კუნძულის ან კარადების დიზაინისთვის, თეთრი ფერის კედლები კი სივრცეში გამორჩეულ და დახვეწილ ფონს შექმნის. საინტერესოა ფერთა ამ კომბინაციის შეხამება ლითონის და ხის დეტალებთანაც.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ახალი თაობის სახლები Unix Vision-ისგან: NEXT-GEN Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო

ნიუ-იორკული აქცენტებით შექმნილი ელეგანტური ბინა შვედეთში