in

მშვიდი ტონები თქვენი ინტერიერისთვის – homies.ge-ს რჩეული 7 ფერი

ყოველდღიურ ცხოვრებაში გარშემორტყმულები ვართ უამრავი ფერითა და კომბინაციით და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ თითოეული მათგანი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ემოციურადაც. ზოგიერთ ფერს შეუძლია დადებითი ემოციების გაღვიძება, ზოგს – დამშვიდება, ხოლო ზოგს პირიქით – გაღიზიანება. როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინერს ეხება, დიზაინერები გვირჩევენ ფერთა ისეთი ტონალობების გამოყენებას, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჩვენს სიმშვიდესა და კომფორტს.

დღევანდელ სტატიაში homies.ge-ს რჩეული 7 ფერის შესახებ გიამბობთ, რომლებიც სახლში მშვიდი ხასიათის შექმნაში დაგეხმარებათ.

ცისფერი

ცისფერი ძალიან მრავალფეროვანი ფერია, აქვს მრავალი განსხვავებული ტონალობა, მაგრამ ზოგადად სიცხადის, წესრიგისა და სიმშვიდის შთაბეჭდილებებს გვიქმნის, რომლებიც განსაკუთრებით რეკომენდებულია სამუშაო და მოსასვენებელ სივრცეებში.

ღია იისფერი

ეს ფერი გამორჩეულია მისი სადა გარეგნული თვისებებით, რომლებიც ხელს უწყობენ მედიტაციასა და შემოქმედებით საქმიანობას. ის ამშვიდებს თვალებსა და გონებას და იძლევა განტვირთვის და დასვენების საშუალებას.

ღია ვარდისფერი

ვარდისფერი ინტერიერის დიზაინში ხელს უწყობს დასვენებას და განტვირთვას. მისი გამოყენება რეკომენდებულია მინიმალისტური სტილის ინტერიერში, სადაც კიდევ უფრო მეტად გააცოცხლებს სიმყუდროვისა და სისადავის ელფერებს.

თეთრი

თეთრი ფერი თბილსა და გრილ განწყობებს შორის მერყეობს. ინტერიერში ამ ფერის გამოყენებით იქმნება კავშირი სისუფთავესთან, ჰაერთან, სიმსუბუქესა და სიმშვიდესთან. მას შეუძლია არა მხოლოდ ჯანსაღი და ჰარმონიული ინტერიერის შექმნა, არამედ ოთახის ვიზუალურად გადიდება და სიახლეების შემოტანაც.

ალუბლისფერი

მუქი ალუბლისფრის გამოყენება მხოლოდ ერთი შეხედვითაა თამამი გადაწყვეტილება. სინამდვილეში, ეს ბუნებრივი ტონი დამამშვიდებელ გარემოს ქმნის. ალუბლისფერი საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილი ფერია, რომელიც შეგიქმნით სადა და გამორჩეულ ინტერიერს.

მწვანე

მწვანე ფერი ძალიან ახლოსაა ადამიანთან. ეს ფერი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მდგომარეობაზე, ზრდის შრომისუნარიანობას და აფართოებს სისხლძარღვებს. შედარებით ღია ტონალობები, როგორიცაა მაგალითად ზეთისხილის ფერი, ინტერიერში სიმშვიდისა და კომფორტის განწყობებს აღძრავს.

ატმისფერი

ატმისფერს შეუძლია სადა და ნეიტრალური ფონის შექმნა, რომელიც არ დაჩრდილავს თქვენს ინტერიერს და ამავდროულად გამოაცოცხლებს მას. ის საკმაოდ მინიმალისტური და სადა ფერია, რომელიც იდეალურია მისაღები და საძინებელი ოთახებისთვის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

22 დეკემბერს ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება გაიმართა

სად ვიყიდო საახალწლო სუფრისთვის საჭირო ყველა კომპონენტი სახლიდან გაუსვლელად?