in

6 რამ, რაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სამზარეულოებს აერთიანებთ

სამზარეულო ბევრნაირი შეიძლება იყოს – მინიმალისტური, გადატვირთული, სკანდინავიური ტიპის და ა.შ მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სამზარეულოებზე დაკვირვებამ აჩვენა ერთი რამ – თითქმის ყველა სივრცეს აქვს რაღაც საერთო და არც ერთი მათგანი არც ისე ძვირადღირებულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ “წესები”, რომლებსაც ეს სამზარეულოები იცავენ.

არ შეგეშინდეთ პატერნის

პატერნი შეიძლება ხშირად ჩანს სამზარეულოში თამამ და სარისკო გადაწყვეტილებად, თუმცა, რეალურად, ეს ის დეტალია, რომელიც სივრცეს ინტერესს მატებს. ასევე, ავსებს მას ყოველგვარი გადატვირთვის და ქაოსის გარეშე.

“ნაცრისფერი ახალი თეთრია”

გახსოვთ, როდესაც თქვენი “ოცნების სამზარეულო Pinterest-ში მოძებნილ ფოტოებში ცარიელ ფურცელს გავდა? ეს სუფთა თეთრი სახე ჯერ კიდევ სასიამოვნოა, მაგრამ ახლა უკვე სხვა ტრენდული ფერი გამოჩნდა ასპარეზზე და ეს ნაცრისფერია. ნაცრისფერი ის ფერია, რომელიც სივრცეს სიმყუდროვეს, ელეგანტურობასა და დროსთან შესაბამისობას მატებს. ამიტომ, რატომაც არა?

განათება

თუკი გსურთ, რომ თქვენი სამზარეულო გამორჩეულად გამოიყურებოდეს, აუცილებლად მიაქციეთ დიდი ყურადღება განათებას. შეეცადეთ, ის ცოტა უფრო გრანდიოზული იყოს, ვიდრე თავად სივრცე. ამიტომაც, შეარჩიეთ რაც შეიძლება ნათელი, დიდი ნათურები, რათა სამზარეულოს ჭერი საოცრად გამოიყურებოდეს.

სასადილო სივრცე

არაფერი არ სძენს სიმყუდროვეს მკაცრ სამზარეულოს ისე, როგორც რბილი და კომფორტული დასასხდომი სივრცე. სამზარეულოს კუთხის სკამები საამისოდ საკმაოდ კარგი გზაა. თუმცა, ამას გარდა, შეგიძლიათ, სკამებს დაამატოთ ტექსტურები, ფერები, რაც მათ უფრო მხიარულსა და მყუდროს გახდის. შესაბამისად, ეს ადგილი სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება.

ორი ერთზე უკეთესია

რატომაც არ უნდა იყოს სამზარეულოს კარადები ერთზე მეტ ფერში? ინტერიერის დიზაინერებმა დაიწყეს კარადების შეღებვა სხვადასხვა ფერებში – და შედეგი ყოველთვის მომხიბვლელია ხოლმე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კარადების ზედა ნაწილი ღია ფერში უკეთესი იქნება, ქვედა – მუქში. თუკი მას განათებასაც დაუმატებთ, ესეც კარგი იქნება.

შეცვალეთ მასალები

ხშირად ჩვენ ვერცხლის ან თითბერის მოწყობილობებს ვიყენებთ – ჩვეულებრივ იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ სპილენძს უფრო მეტი ფერი აქვს ვიდრე სხვა ლითონებს, ის მაინც ნეიტრალურად გამოიყურება. თუკი თამამი არ ხართ, მაგრამ მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის, სცადეთ სპილენძის ონკანის ან სახელურების გამოყენება. ხოლო თუკი თამამი ხართ, მაშინ შეგიძლიათ, ამავე მასალის გამწოვი დააყენოთ, რაც სრულად გარდაქმნის თქვენს ოთახს.

MUA-ს ნავსაყუდელი თბილისის ზღვაზე

გერმანული ესთეტიკით შექმნილი ბინა ბერლინში