ყველაზე პატარა გარე სივრცეებიც კი შეიძლება გარდაიქმნას ლამაზ და აყვავებულ ბაღად, თუ ფერებს, მცენარეების ჯიშებსა და დიზაინს სწორად შევარჩევთ. ეს საკმაოდ ადვილია შედარებით დიდი ზომის აივნებზე, თუმცა მცირე სივრცეებში საჭიროა დეტალების გათვალისწინება. ამ შემთხვევაში ბაღის გასაშენებლად იდეალური ვარიანტია კედლებზე თაროების დამაგრება და მათზე მ ქოთნების მოთავსება.
დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მცენარეს გაგაცნობთ, რომელთა მოთავსებაც ღია აივანზე ყველაზე მეტად არის რეკომენდებული, რადგან ისინი კარგად უძლებენ ცვალებად კლიმატსა და პირობებს, დამატებით კი გიამბობთ იმასაც, თუ რა ძირითადი დეტალები უნდა გავითვალისწინოთ მათი მოვლის პროცესში.
პიტნა
პიტნა აივნისთვის იდეალური მცენარეა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ის ძალიან სწრაფად იზრდება და მისი გამოყენება არა მხოლოდ დეკორატიული სახით, არამედ კულინარიაშიც შეგიძლიათ, ხოლო მეორე მხრივ, მცენარე კარგად უძლებს აივნის ცვალებად კლიმატს და ოთახში შეტანას არ საჭიროებს.
ბაზილიკი
პიტნის მსგავსად, ბაზილიკიც ძალიან მარტივად მოსასვლელი მცენარეა, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ბაზილიკი წყლის დამატებას საჭიროებს მხოლოდ მაშინ, როდესაც თვალით შეამჩნევთ, რომ ნიადაგი გამოუშრა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მოვლის სიმარტივეს.
ლავანდა
ლავანდა მისი განსხვავებული გარეგნობითა და მახასიათებლებით არის პოპულარული. მცენარის დიზაინი ძალიან დახვეწილი და გამორჩეულია, უყვარს მზე, თუმცა მარტივად უმკლავდება ცივ კლიმატს და ამინდის ცვალებადობას. წყალი მას მხოლოდ კვირაში ერთხელ სჭირდება.
ბეგონია
ბეგონიას აყვავებისთვის მხოლოდ კარგი ხარისხის ნიადაგი სჭირდება, სხვა მხრივ კი თითქმის ყველა პირობას მარტივად უმკლავდება. მისი დამატებით თქვენი ბაღი აივანზე მრავალფეროვან და ძალიან საინტერესო ხასიათს შეიძენს.
ლიანა
ლიანა არის მცენარე, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება საყრდენი. შესაბამისად, ის იდეალურია აივნის მოაჯირებისა და თაროებისთვის. ლიანების უმეტესობა ყვავილოვანი მცენარეებია და ძალიან უხდება ბაღს, რადგან ის საერთო ფონის მსგავსს ქმნის სხვა მცენარეებისთვის. საყრდენზე მიმაგრების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლიანებს. ხვიარა ლიანები საყრდენს გარს ეხვევიან, მცოცავი ლიანები კი ემაგრებიან განსაკუთრებული ფესვებითა და ეკლებით.
რა უნდა გავითვალისწინოთ აივნის მცენარეების მოვლის პროცესში?
აღსანიშნავია, რომ ქოთნის მცენარეების უმეტესობა რეგულარული საკვებით სარგებლობს და ძირითადად მხოლოდ წყლის მიწოდება ესაჭიროებათ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი საჭიროებს ძალიან კარგ დრენაჟს.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი აივნის ადგილმდებარეობასაც. თუ აივანი ნახევრად დაჩრდილულია, უნდა შეარჩიოთ ისეთი სახეობები, რომლებიც მოითმენენ და კარგად აიტანენ ბუნებრივი სინათლის ნაკლებობას, მაგალითად, პიტნა და ჰორტეზია.
მიუხედავად იმისა, რომ აივნის მცენარეები თავისთავად იზამთრებენ ცივი კლიმატის პირობებში, ზოგიერთ მათგანს წელიწადის ამ დროს ოთახში ყოფნა ურჩევნია. ასეთ სახეობებს მიეკუთვნება ცივ რეგიონებში გამოყვანილი ჯიშები, ბუჩქები და სხვადასხვა ბოლქვოვანი მცენარეები.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ, ქოთნები ზამთრის პერიოდში აივანზე დატოვოთ, სჯობს ისინი შედარებით შემაღლებულ ადგილას მოათავსოთ, რათა წვიმისა და თოვლის შემთხვევაში, სველ ნიადაგზე დიდხანს ყოფნა არ მოუხდეთ. კარგი იდეაა ქოთნების ერთმანეთში მოთავსებაც, რათა შეიქმნას ერთგვარი ორმაგი დამცავი ბადე და მინი მიკროკლიმატი, რომელიც დაამშვიდებს მცენარეს და ხელს შეუწყობს ყინვისგან გამოწვეული ბზარების თავიდან აცილებასაც.