in

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის #Homeisინსპირაცია

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში მუდმივად აქტუალური ტრენდია. ეს არის დიზაინის ტექნიკა, რომელიც არ ძველდება და არ გადადის მოდიდან, ვინაიდან მცენარეებს სიცოცხლე შემოაქვთ სივრცეში და მათი სახით ადამიანი ბუნებასთან სიახლოვეს განიცდის. მცენარეების ინტერიერში ინტეგრირება საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ისინი იდეალურად ეწერებიან ნებისმიერ გარემოში. ეს შეიძლება იყოს დიდი ზომის პალმები, ხის ტოტები, ქოთნის ყვავილები ან ახლად მოკრეფილი თაიგული – აქ ყველაფერი თქვენს ხედვასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულად კარგი გამოდის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე იდეა მცენარეების ინტერიერში გამოყენებისთვის.

#რაშენდება: “მწვანე კონცხი ბოტანიკო” აჭარაში

რას გულისხმობს ცეცხლგამძლე შენობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ მშენებლობის დაწყებამდე