in

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ინტერიერში მცენარეებისა და ბუნებრივი ელემენტების ჩართვა მუდმივად მზარდი და პოპულარული ტენდენციაა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. მცენარეები არა მხოლოდ სახლის ან ოფისის ესთეტიკურ მიმზიდველობას აძლიერებენ, არამედ აქვთ უამრავი დამატებითი სარგებელიც, მაგალითად, შეუძლიათ ჰაერის გაწმენდა, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა და ა.შ.

ბუნებრივ დეტალებს შეუძლიათ მკვეთრად გააუმჯობესონ და შეცვალონ ნებისმიერი სივრცის იერსახე და ხასიათი. მიუხედავად იმისა, მოგწონთ მინიმალისტური სტილი თუ უფრო მაქსიმალისტური მიდგომები, ყოველთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მცენარე, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენი სახლის ინტერიერს. პოპულარული არჩევანია სუკულენტები, გვიმრები, ქოთნის ყვავილები და სხვა. ისინი სახლს ანიჭებენ ფერს, ტექსტურასა და სიცოცხლეს.

შიდა მცენარეების დამატება თქვენს საცხოვრებელ ან სამუშაო სივრცეში არის მარტივი და ეფექტური გზა ინტერიერის ასამაღლებლად. სწორედ ამიტომ დღეს რამდენიმე პროექტს გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

სახლი-გამოქვაბული მექსიკაში

ადამიანი, როგორც ცენტრალური ფიგურა დიზაინში — ინტერვიუ მარი ზურაბიშვილთან