in

მწვანე ფერის სამზარეულო – Homeis.ge-ს რჩეული ტონები

მწვანე სამზარეულო კლასიკური არჩევანია, რომელიც ნამდვილად უძლებს დროის გამოცდას. ის შეეფერება ყველაფერს – სოფლის სახლიდან დაწყებული, კლასიკურ თუ მინიმალისტურ ინტერიერამდე.

დღეს მწვანე სამზარეულოს ინტერიერის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტს გაგაცნობთ.

კლასიკური სტილის მწვანე სამზარეულო

ე. წ. ქანთრის სტილის მწვანე სამზარეულო კლასიკური არჩევანია. სტილისა და გემოვნების მიხედვით, მისი ტონები, შესაძლოა, ღია მწვანიდან მუქ მწვანემდე, ზეთისხილისფრიდან რუხ მწვანემდე შეიცვალოს.

მინიმალისტური დიზაინის მწვანე სამზარეულო

ქვედა ფოტოზე ნაჩვენებ მინიმალისტური დიზაინის სამზარეულოში მუხის იატაკი და ფოლადის სახელურები მწვანე ფერთან შესანიშნავადაა შეხამებული: მუქი მწვანე სამზარეულო – ინდუსტრიულ სტილს, ხის დეტალები კი მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის.

ხელით შეღებილი მწვანე სამზარეულო

ფოტოზე ხედავთ ულამაზეს სამზარეულოს სპილენძის დეტალებით. კარადები ხელითაა შეღებილი და ჰარმონიულად ერწყმის ნაცრისფერ კედლებს; კირქვის ზედაპირი ხაზს უსვამს ქანთრის სტილის ელემენტებს, კედლის კარადა კი ინტერიერს მეტ მომხიბვლელობას სძენს.

ლაიმისფერი სამზარეულო

ლაიმისფერი სამზარეულოს კარადები, გემოვნებიან დეტალებსა და იატაკთან ერთად,  მსუბუქ, ჰაეროვან სივრცეს ქმნის, რომელიც ერთდროულად კლასიკურიცაა და თანამედროვეც.

რა ფერები უხდება მწვანეს?

მწვანეს ძალიან უხდება ხისა და სპილენძისგან დამზადებული დეტალები, ასევე, ისეთი ტონები, როგორებიცაა: მონაცრისფრო-ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი და შავი. ეს ფერები მწვანის ეფექტს აძლიერებს.

რომელი ზედაპირი გამოვიყენოთ მწვანე სამზარეულოში?

მწვანე სამზარეულოს რამდენიმე ტიპის ზედაპირი უხდება. ეს მთლიანად თქვენს გემოვნებასა და შერჩეულ სტილზეა დამოკიდებული. მაგალითად, კირქვა, მარმარილო და უჟანგავი ფოლადი შესანიშნავად ერწყმის ამ ფერს და განსხვავებულ ვიზუალსაც ქმნის.

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ქართველი ჟიური European Awards of Architectural Heritage Interventions 2023-ზე

პრაქტიკული სახლი ბრაზილიაში — „Estúdio Zargos“-ის პროექტი