in ,

MUA-ს ნავსაყუდელი თბილისის ზღვაზე

Alliance Group
Alliance Group

თბილისის ზღვაზე, საიალქნო კლუბის მეზობლად  MUA Architecture & Placemaking-სთვის კიდევ ერთი საყვარელი ადგილი გაჩნდა. MUA-ს და აფროსნობის კლუბის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის – MUA-ს გუნდის წევრები აქტიურად მისდევენ აფროსნობას, ჩართული არიან კლუბის განვითარების პროცესში და მის გარშემო ინფრასტრუქტურის გამართვა-ჩამოყალიბებაში. 

სწორედ, ამ წინაპირობამ განსაზღვრა კლუბის მეზობლად კონტეინერის განთავსების არეალი, რაც MUA-ს გუნდისთვის განტვირთვის და დასვენების, განმარტოების და თავშეყრის, ენერგიების აღდგენისა და გადახალისების ადგილად იქცა. 

MUA-ს ნავსაყუდელი 40 ფუტიანი კონტეინერისგან არის დამზადებული.  არქიტექტურის ეს მიმართულება ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება –  ეკოლოგიურად მდგრადია, მეორადი გამოყენებისაა, ეკონომიურია და მინიმალურ სამშენებლო დროს საჭიროებს.

ინტერიერში კონტეინერის სწორხაზოვანი გეგმარებაა შენარჩუნებული და მისი ფორმიდან გამომდინარეობს. კონტეინერის უკიდურესი მხარეები გამოყენებულია დასასვენებელი სივრცეებისა და მათი დამხმარე ფუნქციებით, სადაც მოწყობილია სააბაზანო და სასაწყობე სივრცეები.

კონტეინერის ცენტრალური ნაწილი კი საერთო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, რაც მცირე სამზარეულოს, საერთო სამუშაო მაგიდასა და თავშეყრის ადგილს აერთიანებს. ეს სივრცე ზაფხულში მის წინ მოწყობილ ტერასასთან ერთიანდება და ინტერიერს გახსნილ, ზღვის ხედიან სივრცეს მატებს. 

_______________________________________________________________________________

ლოკაცია: თბილისი

პროექტის წელი: 2020

სტატუსი: დასრულებული

დამკვეთი: MUA Architecture & Placemaking

პროგრამა: მრავალფუნქციური

ფართობი: 25მ2

ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo Lab

გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე, ელენე ედიშერაშვილი

#სადვიცხოვრო: კლასიკური ინტერიერი ფერადი აქცენტებით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

6 რამ, რაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სამზარეულოებს აერთიანებთ