in

თბილისში მურალების ფესტივალი დაიწყო

მურალების ფესტივალის ფარგლებში თბილისში ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. ბერძენმა მხატვარმა GERA -მ ინსპირაციისთვის ტრადიციული, მოხევე ქალის პორტრეტი გამოიყენა და ის ქუჩის მხატვრობის ნიმუშად აქცია.

ქართველი მხატვრის, Nanina – ს დახმარებით, გერამ მე-20 საუკუნის საქართველოს ხასიათი გააცოცხლა და თავის შემოქმედებაში გადმოიტანა.

„მურალი გადმოგვცემს თბილისის ხასიათს, წარმოადგენს ქალს, რომელიც ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი და მიჩნეულია დროისა და კულტურის სიმბოლოდ“, – ამბობს გერა.

მხატვარმა ნამუშევარს „მოხევე“ უწოდა და მისთვის დამახასიათებელი სტილისა და ფერების გარდა, ნახატში ქალის პიროვნება და შეხედულებები გააცოცხლა. ეს ნამუშევარი ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი შენობის კედელზეა განთავსებული და მისი ხილვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.

მურალების ფესტივალი ყოველ წელს აქტუალური თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან ქუჩის მხატვრობა სათავეს ჯერ კიდევ ამერიკიდან იღებს და მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვრცელდება.

ბევრ ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა აკრძალეს კიდეც, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა მხატვრებისათვის განსაკუთრებულ შენობებს გამოყოფს, სადაც მათ საკუთარი ნამუშევრების განთავსების საშუალება ეძლევათ.

ფოტოგრაფი: Keti Maziashvili

Miele-ს ყავის აპარატი — 5 მთავარი უპირატესობა მის ასარჩევად

ღრუბლების შთაგონებით შექმნილი საბავშვო ბაღი ჩინეთში