in

მაღაზია “Mysa” HKliving-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა

ქართული მაღაზია “Mysa” ნოემბრიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ხარისხით განთქმული და მოთხოვნადი ჰოლანდიური ბრენდის, HKliving-ის დისტრიბუტორი გახდა.

 

HKliving ემიელ ჰეტსენისა და სანდერ კლავერის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელთა გვარების პირველი ინიციალები სამუდამოდ აღიბეჭდა ბრენდის სახელწოდებაში. HKliving-ის სათაო ოფისი ჰოლანდიაში მდებარეობს, თუმცა მისი პროდუქცია ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მზადდება, საიდანაც კომპანიის პარტნიორ 70-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება.

ბრენდი საკუთარი უნიკალური პროდუქციის დასამზადებლად შთაგონებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ეპოქებიდან იღებს – იაპონური ვაბი-საბის ფილოსოფია, ბოჰემური ესთეტიკით შთაგონებული კერამიკა, 70-იანების ვინტაჟური სტილი, მანჰეტენური მდიდრული ატმოსფერო – HKliving-ის კოლექციებში ამ ყოველივეს და კიდევ უფრო მეტსაც შეხვდებით.

მაღაზია “Mysa” თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის #6-ში, ბათუმში კი ვაჟა-ფშაველას ქუჩის #16-ში მდებარეობს, თუმცა პანდემიის პირობებიდან გამომდინარე ფუნქციონირებას ფეისბუქ გვერდის საშუალებით აგრძელებს.

ttk3059_eg
mka1934_eg
tku2120_eg
vol5025_eg
vol5056_eg
vol5084_eg
ace6852_eg
ace6897_eg
ace6913_eg
previous arrow
next arrow

HKliving-ის პროდუქცია

 

3 ადგილი თბილისში, სადაც ოთახის მცენარეებს დისტანციურად შეიძენთ

პენტჰაუზი ჭავჭავაძის გამზირზე – ნინო ნოზაძის პროექტი