თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის #6-ში მდებარე მაღაზია “Mysa”ს ქართულ ბაზარზე ისეთი მსხვილი კომპანიების პროდუქცია შემოაქვს, როგორებიცაა HKLiving, Ikea, Bloomingville და ა.შ.
მაღაზიის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიების ჩამონათვალს ცნობილი ფრანგული ლუქს ბრენდის, RED EDITION-ის ელეგანტური, ფერადი და ვინტაჟური შარმის მქონე ავეჯი შეემატა.
ბრენდი 2006 წლიდან უნიკალურ, ხარისხიან ავეჯს ამზადებს. მათი პროდუქციის დიზაინს ქმნიან დიზაინერები დევიდ ჰოდკინსონი (David Hodkinson), საბრინა ფიკარა (Sabrina Ficarra) და ტრისტან აუერი (Tristan Auer).
“როგორც ბრენდის დამფუძნებელი მისიე ლაბორბე ამბობს – მან გარდა უნიკალურობის და სიმდიდრის ელემენტებისა გაითვალისწინა მომხმარებელზე მორგებულობა, როგორ ჩაჯდებოდა მისი შექმნილი ავეჯი თითოეული ჩვენგანის სახლის ინტერიერში, ამისათვის ავეჯის წარმოებაში დღემდე მრავალი ქვეყნის დიზაინერი მონაწილეობს”,- აცხადებენ მაღაზიაში.