in

მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება – რა უპირატესობა აქვს მას სტანდარტულთან შედარებით?

ეკოლოგიაზე ზრუნვა და ელექტროენერგიის დაზოგვის ტენდენცია მზის პანელების გამოგონების მასტიმულირებელი ძალა გახდა. ენერგიის ალტერნატიული წყაროები ფართოდ გამოიყენება გარე განათებებში და მათ უამრავი უპირატესობა აქვთ.

გარე განათების მოწყობილობების ბაზარი მუდმივად განახლებადია ახალ ტექნოლოგიებზე მომუშავე მოდელებით, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა სანათები, რომლებიც მზის ენერგიაზე იტენება. ასეთი განათება ხშირად გამოიყენება ბაღებსა და კერძო სახლების ეზოებში. ისინი სტანდარტულ ნათურებთან შედარებით, მარტივი გამოსაყენებელია იმის გამო, რომ არ საჭიროებენ კავშირს ელექტრო ქსელთან.

ამ ტიპის განათება არ საჭიროებს ელექტროენერგიას და შეიძლება დამონტაჟდეს იმ ადგილებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული ელექტროგადამცემ ხაზებთან, რის გამოც ისინი თავიდან აგარიდებენ დენის გადასახადებს და საგრძნობლად შეამცირებენ თქვენს ყოველთვიურ ბიუჯეტს.

დღისით მოწყობილობების ბატარეები მზეზე იტენება, ღამით კი სივრცეს ანათებენ. მ ინოვაციური სანათების გამოყენებისთვის რამდენიმე სასარგებლო რჩევა არსებობს.

იმისათვის, რომ ნათურებმა შეუფერხებლად იმუშაონ, მათთვის უნდა შეირჩეს ადგილი, რომელიც მიიღებს მზის მაქსიმალურ რაოდენობას დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ბატარეები მთლიანად გაჯერებული იქნება მზის ენერგიით.

თუმცა, ექსპერტები არ გვირჩევენ სანათების ისეთ ადგილებში გამოყენებას, სადაც მაღალი ტენიანობაა, რადგან ამან შეიძლება მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს.

განათება ავტომატურ რეჟიმზე მუშაობს და ის დაბნელებისას თავისთავად ირთვება, ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.

მოწყობილობის მთავარი კომპონენტია მზის ბატარეა, რომელიც მდებარეობს სტრუქტურის ზედა ნაწილში.

მოწყობილობას აქვს ჩაშენებული ბატარეა, რომელიც პასუხისმგებელია მის ფუნქციონირებაზე. ის დამუხტულია მზის შუქით ან ალტერნატიული დენით. ფარნები აღჭურვილია LED ნათურებით. დაბალი ენერგიის მოხმარებით, ისინი უზრუნველყოფენ მაღალ სიკაშკაშეს. მომხმარებლის კომფორტის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია დისტანციური მართვის სისტემებით, რომლებიც მობილური ტელეფონიდან იმართება.

დღესდღეობით აღნიშნული ტიპის სანათებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. შესაბამისად, ბაზარზე პროდუქციის უზარმაზარი არჩევანი გვხვდება. ნათურები განსხვავდება ფორმის, ზომისა და ტექნიკური პარამეტრებით.

ასე რომ, თუ თქვენი ეზოსთვის შესაფერის განათებას ეძებთ და ამავდროულად, ეკოლოგიაზე ზრუნვაში საკუთარი წვლილის შეტანა გსურთ, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები ერთ-ერთი  საუკეთესო არჩევანია.

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 10 საინტერესო რჩევა

XVIII საუკუნის ფრანგული სახლი ვინტაჟური დიზაინით