in

მზის ენერგიაზე მომუშავე ხის კოტეჯი ნიუ-იორკში

Banner M2
Banner M2

ამ სტატიით გვსურს გაგაცნოთ ერთი შემოქმედებითი წყვილის სახლი, რომელიც, ერთი შეხედვით, ხის კოტეჯს უფრო წააგავს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მასშტაბური და თანამედროვეა. ის კეთსკილის ნაკრძალში, ნიუ-იორკში მდებარეობს.

ეს სახლის სამზარეულოა, რომელიც წყვილმა კაფეტერიის სტილში გადაწყვიტა. როგორც ვხედავთ, სამზარეულოშიც ხის მასალებს აქვთ უპირატესობა მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ ბილ კალეოს და მეგან ნოეცელ ლეფაუს ეს სახლი ეკუთვნის მდგრადი სახლების საზოგადოებას, რომელიც პასიური სახლის ტექნოლოგიის, მზის პანელების და სხვა ეკოლოგიური სიახლეების გამოყენებით შეიქმნა.

ეს ოთახი გასართობი/სათამაშო ოთახია, სადაც ფერადი ტექსტილები ძალიან მხიარულ განწყობას ქმნიან.

მისაღებში, ნოგუჩის ფარანს, მონტუკის დივნებს, ჰანს ვეგნერის სკამსა და ვიტუსის ბუხარს ვხვდებით. როგორც ვხედავთ, მისაღები ოთახი დიდი შუშებითაა გარშემორტყმული, რაც ბუნებაში ხედვის საშუალებას იძლევა.

ამ ადგილს კი აუზის პავილიონი ჰქვია, რომელიც ხის ორიგინალური ავეჯითაა გაწყობილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლი მზის ენერგიაზე მუშაობს და სახურავზე სწორედ მზის პანელებია დამონტაჟებული.

კოტეჯის მისაღებ ოთახში ნაზი და ნეიტრალური ფერებია გაბატონებული – სწორედ ისეთი, როგორიც ხის სახლს უხდება. აქაური რბილი ავეჯი სიმყუდროვის შეგრძნებასა და სასიამოვნო განწყობას ქმნის.

Serena & Lily-ს შავი სკამები სასადილო ოთახში ამშვენებენ IKEA-ს სასადილო მაგიდას.

როგორც ვხედავთ, სახლი დატვირთულია სკამებითა და მაგიდებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პავილიონის მოპირდაპირე მხარეს, James Perse-ს სკამები Fitzhugh Karol-ის მაგიდას აკრავს გარს; რაც შეეხება გრილს, ის Kalamazoo Outdoor Gourmet-ს ეკუთვნის.

ფოტოგრაფი: Matthew Williams

6 ინსპირაციული პერსონა თანამედროვე კრეატიულ სფეროში – გიორგი ზაკაშვილის ხედვა

თანამედროვე ტიპის აპარტამენტების უახლესი ტრენდები – ინტერვიუ თეონა გიორგაძესთან