მზის პანელი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მზის სინათლის ენერგიას ფოტოელექტრული ეფექტის საფუძველზე, ელექტროენერგიად გარდაქმნის. მზის პანელი, თავის მხრივ, რამდენიმე მზის ელემენტისგან შედგება, რომელიც სილიციუმს, ფოსფორსა და ბორის ფენებს შეიცავს. სწორედ მათი წყალობით პანელი შთანთქავს ფოტონს (სინათლის ნაწილაკი), რომლის მეშვეობითაც დენი წარმოიქმნება. მზის პანელები ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, ტრადიციული საწვავისა და ელექტროენერგიის შესამცირებლად და გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება.
საინტერესოა, რომ მზის პანელების ისტორია XIX საუკუნიდან იწყება, როდესაც ფრანგმა ფიზიკოსმა — ალექსანდრ ბეკერელმა ფოტოელექტრული ეფექტი აღმოაჩინა, რაც მზის ენერგიის ელექტრობად გარდაქმნის საფუძველი გახდა და შემდგომში მზის პანელების მუშაობის პრინციპს დაედო საფუძვლად. 1950-60-იან წლებში კი შეიქმნა პირველი თანამედროვე სილიციუმის მზის პანელი, რომელიც მზის ენერგიის ინდუსტრიის დასაწყისი გახდა და მისი მასობრივი გამოყენება განსაზღვრა. 1970-1990-იან წლებში, როდესაც ნავთობის კრიზისმა ალტერნატიული ენერგიის წყაროების, მათ შორის მზის ენერგიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა, მზის ენერგიის შესახებ კვლევებმა თუ ინვესტიციებმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღო, რამაც მზის ელექტროენერგიის განვითარება გამოიწვია. 2000-იანი წლებიდან მზის ენერგიის მოხმარება გაიზარდა, შეიქმნა ახალი, თანამედროვე და ნოვატორული მზის სისტემები, რომლებიც შენობებში, ავტომობილებსა და სხვა მოწყობილობებთან ინტეგრირდა. ასევე გაიზარდა მზის პანელების ეფექტურობა, რამაც ბევრად ენერგოეფექტური და მდგრადი გარემო უზრუნველყო. ამასთანავე, მასობრივმა წარმოებამ და განახლებულმა ტექნოლოგიებმა დანახარჯები შეამცირა და თავდაპირველ მოდელებთან შედარებით, მომხმარებლებისთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა პროდუქტი.
მზის პანელების გამოყენება გვთავაზობს არაერთ მნიშვნელოვან უპირატესობას:
ენერგოეფექტურობა და მდგრადობა — მზის ენერგია განახლებადი და უსაზღვრო ენერგიის წყაროა, რომელიც ტრადიციულ რესურსებთან შედარებით ამოუწურავია და მისი მოპოვება სრულიად უფასოა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდის პირობებში ვერ ხდება შესაბამისი ელექტროენერგიის გამომუშავება, მზის ელექტროსადგურის მეშვეობით შესაძლებელია სპეციალურ აკუმულატორში მზისგან გარდაქმნილი ენერგიის შენახვა და მისი დახმარებით ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგება. ასევე, დიდი უპირატესობაა ისიც, რომ ხარისხიანი მზის პანელების საექსპლუატაციო ვადა საკმაოდ ხანგრძლივია და საშუალოდ, 25-30 წელზეა გათვლილი.
ენერგო დამოუკიდებლობა — მზის პანელების გამოყენება ამცირებს ცენტრალური ელექტროენერგიის ქსელზე დამოკიდებულებას და მომხმარებლებს ენერგო დამოუკიდებელს ხდის. ამავდროულად, არ არსებობს მზის ენერგიის გამომუშავების ლიმიტი, მომხმარებელზეა დამოკიდებული ენერგიის მოხმარების ოდენობა. ელექტროენერგიის საფასურის ცვლილება კი მზის პანელების მქონე პირებზე არ მოქმედებს.
გარემოს გაუმჯობესება და ეკოლოგიური უსაფრთხოება — მზის პანელები არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს, ნახშირორჟანგსა და აირებს, რაც ამცირებს გარემოზე ზიანს და აუმჯობესებს მის უსაფრთხოებას. ასევე, ის ხელს უწყობს ენერგიის რაციონალურ გამოყენებას და ამცირებს გაზისა და ნავთობის მოხმარებას.
შემცირებული კომუნალური ხარჯი — მზის პანელების თავდაპირველი ინვესტიცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა დროთა განმავლობაში, ამ დანახარჯის გაბათილება და ელექტროენერგიის უფასოდ გამომუშავება ხდება, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მიმართულებით კომპანია „ინსტა“ მოღვაწეობს, რომელმაც 2012 წლიდან დაიწყო მზის პანელების მიმართულებით მუშაობა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართულ ბაზარზე მზის სისტემის კულტურა დანერგა. უნდა ითქვას ისიც, რომ „ინსტა“ საქართველოში მოქმედი ელექტრო სისტემების პროექტირებისა და სრული ელექტრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეფექტურ ელექტრო მოწყობილობებსა და სისტემებს კომერციული, საცხოვრებელი თუ ინდუსტრიული დანიშნულებისთვის. „ინსტა“-ს გუნდი, რომელიც გამოცდილი ინჟინრების, ელექტრიკოსებისა და პროექტის მენეჯერებისგან არის დაკომპლექტებული, ხარისხზე ორიენტირებულ, მომხმარებელზე მორგებულ, საიმედო და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს დამკვეთს და უსაფრთხო, თანამედროვე, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასა და მონტაჟს უზრუნველყოფს.
საქართველოში მზის პანელებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რაც ელექტროენერგიის გაძვირებითა და მზის პანელების არაერთი უპირატესობით არის განპირობებული. კომპანია „ინსტა“ კი საკუთარ მომხმარებელს ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა სრული ტექნიკური კონსულტაცია; პროექტირება; მზის პანელების მონტაჟი და გაყიდვების შემდგომი მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურს, რადგან „ინსტა“ ყველა ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში სრულად უზრუნველყოფს.
საქართველოს მასშტაბით „ინსტა“-ს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების მიმართულებით. მაგალითად, ერთ-ერთია „HAVI“-ის ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც ინოვაციურ საერთაშორისო კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისთვის პროდუქციის მიწოდების მენეჯმენტს უზრუნველყოფს. კომპანია „ინსტამ“ „HAVI“-ის სამაცივრე მეურნეობისთვის ყველაზე მძლავრი მზის პანელების სისტემა დაამონტაჟა და დამკვეთს მაღალი მომსახურების სრული პაკეტი შესთავაზა.
ასევე, „ინსტას“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „თეგეტას“ სერვის ცენტრის სახურავზე განთავსებული 325 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 337,600 კვტ.სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სითბური აირების წლიურ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. „ინსტას“ მიერაა შესრულებული საქართველოში ყველაზე დიდი მოქმედი ფერმის, „TR Ranch“-ის მზის პანელების მოწყობილობა, რომელზეც მიწაზე სამონტაჟო კონსტრუქციული სისტემაა გამოყენებული და მაღალი სიმძლავრით ხასიათდება.
დღესდღეობით მზის ენერგია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად განახლებად წყაროდ. შესაბამისად, მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მზის პანელებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ინდუსტრიაში, რაც აღნიშნული სისტემის მაღალი ენერგოეფექტურობით, ენერგო დამოუკიდებლობით, გარემოს უსაფრთხოებით, მდგრადობით და კომუნალური ხარჯების შემცირებით არის განპირობებული.
“ინსტას” პროდუქტების შესაძენად გადადით ბმულზე
[R]