in

„ნამაი ვაკეს“ მშენებლობა დასრულებულია – კომპლექსი მზად არის პირველი ბინადრების მისაღებად

22 ივნისს ლიეტუველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული საცხოვრებელი კომპლექსი “ნამაი ვაკე” საზეიმოდ გაიხსნა. 3-წლიანი მშენებლობის შემდეგ, პროექტი დასრულებულია და მზად არის მაცხოვრებლების მისაღებად.

როდესაც 2 წლის წინ, ჩვენ პირველად ვუამბეთ მკითხველებს აღნიშნული ნოვატორული პროექტის შესახებ, ბევრისთვის ჯერ კიდევ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოშიც შესაძლებელია ისეთი კომპლექსის აშენება, რომელიც ზედმიწევნით ევროპული სტანდარტების დაცვით იქნებოდა განხორციელებული. დღეს კი ეს ყველაფერი რეალობაა – ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში “ნამაი ვაკეს” სრულიად ახალი კომპლექსი იწონებს თავს.

“ნამაი ვაკე” ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტია საქართველოში. ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი (BI Group)  საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე. დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს. BI Group გლობალური ბრენდის, პრასლასის შვილობილი კომპანიაა.

კომპლექსის დანახვისთანავე, თვალშისაცემია გამორჩეული, ევროპული სტილის არქიტექტურა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ტიპური ქართული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებისგან და ძალიან სწრაფად იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას. თუმცა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, “ნამაი ვაკეს” კომპლექსი გამორჩეულია არა მხოლოდ ვიზუალური კუთხით, არამედ უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო სტანდარტებითა და კონცეფციით.

პროექტის გამოკვეთილი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით,  საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით მოამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპერატორი ტენიანობისთვის, სახურავზე კი — მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია საერთო სივრცეების გასანათებლად. “ნამაი ვაკეს” ტერიტორიაზე განთავსებულია წვიმის შემგროვებელი წყლის ავზი, რომელიც კომპლექსს მოსარწყავად და სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკური წყლით ამარაგებს.

გარდა ამისა, ბინის ღირებულებაში შედის: 1-3-მდე საპარკინგე ადგილი, სასაწყობე ფართი, კონდიციონერი, სავარჯიშო დარბაზი, კონსიერჟის მომსახურება, ბიზნესშეხვედრების ოთახი მულტიმედია მხარდაჭერით, დაცული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, სველ წერტილებში ჩაშენებული ავზი, საზაფხულო სივრცეები და სხვა.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული გაზრდილი კომფორტი და შემცირებული დანახარჯებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგოეფექტური გადაწყვეტების წყალობით, კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადი კომუნალურ მომსახურებაზე, რაც თანამედროვე ცხოვრების პირობებში საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება – ეს ის პუნქტებია, რომელთა საშუალებითაც “ნამაი ვაკე” მშენებლობის ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

ინტერიერის მოწყობის რჩევები შინაური ცხოველების მფლობელებისთვის

ახალ კორპუსში ბინის ყიდვისას დაშვებული 5 მთავარი შეცდომა