in

გაფილტრული წყალი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი — „ნამი 8“-ს ინოვაციური წყლის ბარები

ნამი 8“ ქართულ-ებრაული ჰოლდინგის — „Tsur Group”-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და სხვადასხვა მიმართულების მოწინავე კომპანიებს აერთიანებს. „ნამი 8“ უახლესი ტექნოლოგიის მქონე, ინოვაციური წყლის ბარების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ტიპის სივრცისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ფილტრაციის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ აპარატები, რომელთა მეშვეობით კომპანია წყლის მოხმარებისა და დამოკიდებულების შეცვლას ცდილობს, რაც ადამიანთათვის გაფილტრული და ჯანსაღი წყლის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

პრემიუმ ხარისხის წყლის ფილტრაციის სისტემები თითოეულ წვეთს ეფექტურად წმენდს და სუფთა, სასიამოვნო გემოს უზრუნველყოფს, რაც ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. დღევანდელ სტატიაში სწორედ „ნამი 8“-ს შესახებ გიამბობთ და „Tsur Group“ ჰოლდინგის კომერციული დირექტორის — მარიამ ფალავანდიშვილის საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მარიამი კომპანიას 2023 წლის დასაწყისში შეუერთდა. დღეს კი ის წარმატებული კომპანიის ერთ-ერთ პროდუქტზე “ნამი 8”-ზე გვესაუბრება.

როგორც ცნობილია, „ნამი 8“ ჰოლდინგ „Tsur Group”-ში შემავალი კომპანიაა. გვიამბეთ მეტი დეტალი აღნიშნული ჰოლდინგის შესახებ

ჰოლდინგი საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და განსხვავებულ, დივერსიფიცირებული ტიპის ბიზნესებს აერთიანებს, დაწყებული იოგურტების, შეიკების ბარიდან, დასრულებული საკმაოდ მსხვილი დიპლომატიური კომპლექსებით. ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი შაი ცური ეროვნებით ქართველი და ებრაელია. ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი შაი ცური ეროვნებით ქართველი და ებრაელია. ჩვენი ჰოლდინგი შემდეგ კომპანიებს მოიცავს: „არომაკო“ — არომა მარკეტინგის კომპანია; „ლალინი“ — თავისა და სხეულის მოვლის საერთაშორისო ბრენდი; „Be Yo“ – იოგურტებისა და შეიკების ბარი; „ზიონი“ — სამშენებლო კომპლექსი; „ბიზნეს ლაბორატორია“ — სამუშაო სივრცეები; „ბი ჰოტელი“ — სასტუმრო. ამას გარდა, კიდევ სხვა არაერთი ბრენდია, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობადი ჯერ-ჯერობით არა არის.

კონკრეტულად რა სახის პროდუქციას სთავაზობს „ნამი 8“ მომხმარებელს?   

კომპანია „ნამი 8“ მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიის, ინოვაციურ წყლის ბარების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომლებიც როგორც საოჯახო, ასევე საოფისე სივრცეებისა და კომერციული ობიექტებისთვისა განკუთვნილი. ავტომატური წყლის დისპენსერი ნებისმიერი სტილის ინტერიერში კომპაქტურად თავსდება და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

რა არის „ნამი 8“-ის მისია?

„ნამი 8“-ის მისიაა, შეცვალოს მომხმარებლის ქცევა წყლისადმი და გარემო ბევრად უფრო კომფორტული, ჯანსაღი და ჯანმრთელი გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წყალი გამორჩეულია, ჩვენამდე ის ძალიან დიდ გზას გადის, რის გამოც მისი თავდაპირველი კონდიცია იცვლება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი „ნამი 8“-ის როლი, რადგან კომპანია ამ უხილავი პრობლემის გადაჭრას ცდილობს. ესაა ნამის პროდუქტის საიდუმლო — ჩვენ არ ვყიდით სტანდარტულ პროდუქციას, რომელიც ყველა დახლზეა ხელმისაწვდომი, არამედ მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ, რაც  კომპანიის უნიკალურობაზე მეტყველებს.

როგორია ბარების ფილტრაციის სისტემა და როგორ მუშაობს ის?

წყლის ფილტრაცია წყლიდან მინარევებისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოდევნის პროცესია, რის შედეგადაც სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელ წყალს ვიღებთ. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფილტრაციის შედეგად წყალი 99,9%-ით სუფთავდება მინარევების, ორგანული ნაერთების, ქლორისა და არასასიამოვნო სუნისგან.

ვისაუბროთ მონტაჟის სპეციფიკაზე. რა არის საჭირო ბარის ინსტალაციისთვის?

ჩვენ ძალიან ძლიერი ტექნიკური გუნდი გვყავს. სწორედ ისინი ზრუნავენ ინსტალაციის სრულ პროცესზე. მომხმარებელს კი არ სჭირდება ტექნიკურ დეტალებზე ფიქრი. წყლის დისპენსერი ცენტრალურ წყალთან ძალიან ვიწრო მილითაა დაერთებული, შესაბამისად, „ნამი 8“-ის პროდუქტის მონტაჟი სრულიად უპრობლემოდ, ნებისმიერ თქვენთვის  სასურველ ადგილასაა შესაძლებელი. ავტომატური დისპენსერის დამატებით უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ მისი ქონების დაზღვევა და გარანტია ყველა იმ წერტილზე ვრცელდება, სადაც აპარატია განთავსებული.

როგორ ხდება „ნამი 8“-ის ბარების მოვლა?    

წყლის აპარატი მხოლოდ 6 თვის შემდეგ საჭიროებს ფილტრის შეცვლა, რაზეც ასევე ჩვენი ტექნიკური გუნდი ზრუნავს და მომხმარებლებს მსგავს დეტალებზე ფიქრი არ უწევთ. ამ პერიოდის შემდგომ, ნამის გუნდი ავტომატურად სტუმრობს იმ ადგილებს, სადაც „ნამი 8“-ის ბარია განთავსებული და შესაბამის ფილტრებს ცვლის.

დაბოლოს, რატომ „ნამი 8“? რით გამოირჩევა ეს პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა წყლის სისტემებისგან?

„ნამი 8“ არ გულისხმობს მხოლოდ წყლის სისტემებს, არამედ ის 21-ე საუკუნის ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვყიდით აპარატებსა და ტექნიკას, არამედ მომხმარებლებს მაღალი კლასის სერვისსა და მომსახურებას ვთავაზობთ. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებთან წვდომა მუდმივად გვქონდეს, ამიტომ  სპეციალური გადახდის მეთოდი გვაქვს, რაც ნამის სერვისის გააქტიურებასა და თვიურად იჯარის თანხის გადახდას მოიცავს. ჩვენ კი ტექნიკურ მხარეს, დაზღვევასა და ფილტრაციის ცვლას უზრუნველვყოფთ.  მთავარია, თქვენ გვენდოთ, სუფთა, ჯანსაღ წყალზე კი „ნამი 8“ იზრუნებს…

ავტორი: მეკო მეტრეველი

MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი Braun Publishing-ის წიგნში „კონტეინერის არქიტექტურა“ მოხვდა

„ვისურვებ და ავისრულებ” – საახალწლო კამპანია „დომუსისგან”, რომელიც სურვილებს აგისრულებთ