in

ნარინჯისფერი ინტერიერში – 8 ელეგანტური იდეა

დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ შევავსოთ ინტერიერი ზაფხულის ელფერებით, კონკრეტულად კი შემოგთავაზებთ იდეებს, ნარინჯისფრის სახლის დიზაინში გამოყენებასთან დაკავშირებით

დივანი

ნარინჯისფერი დივანი აუცილებლად სახლის მიზიდულობის ცენტრი გახდება. გადასაკრავი მასალის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ფერს, არამედ თავად მასალის ხარისხსაც: ქსოვილი უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, გამძლე და ადვილად მოსავლელი.

ჟურნალის მაგიდა

ნარინჯისფერი ჟურნალის მაგიდა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი მისაღები ოთახის ინტერიერში ახალი ფერების დასამატებლად. მას ასევე შეიძლება დაემატოს რამდენიმე შესაბამისი ნათელი აქცენტი, როგორიც არის დეკორატიული ბალიშები, ნახატები ან ხალიჩა.

სავარძელი

ნარინჯისფერი სავარძელი მარტივად მოერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს, დაწყებული კლასიკით, დამთავრებული თამამი და ეკლექტიკური ბოჰოთი. ის სწორი გამოსავალია მაშინაც კი თუ გსურთ ნეიტრალური ფერის სქემის განზავება და მხიარული განწყობის შექმნა.

დეკორატიული ბალიშები

დეკორატიული ბალიშები ყველაზე მარტივი გზაა თქვენს ინტერიერში აქცენტების დასამატებლად და სწორი განწყობის შესაქმნელად. ამ ხერხის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თუ კაშკაშა ნარინჯისფერი მოგწყინდებათ და რაღაც უფრო მშვიდი მოგინდებათ, ბალიშის გადასაკრავი მასალის შეცვლას მარტივად შეძლებთ.

შპალერი გეომეტრიული პრინტით

ასეთი შპალერი შესანიშნავია აქცენტური კედლის შესაქმნელად. მასთან ერთად შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ დივნის ზონას სტუდიოს ტიპის მისაღებში, გახადოთ თქვენი სახლის ოფისი უფრო ხალისიანი ან საძინებლის ინტერიერს ნათელი ფერები დაამატოთ.

სანათები

ნათელი ნარინჯისფერი უჩვეულო სანათები სასადილო ოთახის ინტერიერში მშვენიერი დამატება იქნება. ისინი ასევე არანაკლებ ლამაზად გამოიყურება სამზარეულოს კუნძულის ან საწოლის თავზე.

კერამიკა

კერამიკული ლარნაკს, ხელოვნების ნიმუშს ან თუნდაც ახალ ჭიქას ნარინჯისფერ ტონებში მარტივად შეუძლია გარემოს გადახალისება. გარდა ამისა, მცირე დეტალები ნებისმიერ ინტერიერს უფრო კომფორტულს ხდის.

აქცენტირებული კედელი ან ჭერი

მუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერი კედლები ან ჭერი საკმაოდ თამამი და სარისკო გადაწყვეტილებაა, სწორი ტონის შერჩევის შემთხვევაში, ეფექტური ინტერიერის შექმნა გარანტირებულია. შესაბამისად, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ერთფეროვნება და ბანალური დიზაინი, აუცილებლად განიხილეთ ეს ვარიანტი.

ქვემოთ მოცემულია ჩვენი საყვარელი ნარინჯისფერი ტონების ჩამონათვალი კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სადა ბინა ორიგინალური აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნინო მშველიძის ნამუშევარი

Luceplan – ბრენდი, რომელიც Made In Italy-ს სინონიმად იქცა